ისტორიულ მატჩს, რასაკვირველია, მთავრობის წევრები და პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. პირველ რიგში კი, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად. მისთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო ეს გამარჯვება და სოციალურ ქსელში წყვილის პირველი ემოციების ამსახველი ვიდეო ვრცელდება.