ბოლო წლებში ე.წ. ანტისტრესი და კინეტიკური სათამაშოების გაყიდვები მთელ მსოფლიოში გაორმაგდა. უხშირესად ამ სათამაშოების მომხმარებლები ბავშვები არიან. როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად ეს სათამაშოები, მართლაც ხსნის თუ არა სტრესს და შეუძლია თუ არა რაიმე სარგებლის მოტანა?
ექსპერტების შეფასებით, ამ სათამაშოებს გარკვეული ეფექტი მოაქვთ, თუმცა ღრმა და ძლიერი სტრესის დროს მის იმედად ყოფნა არასწორია.
თუმცა სტრესის საწინააღმდეგო სათამაშოები, იგივე ფიჯეტის სათამაშოები, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით სასარგებლო იყოს ბავშვებისთვის:
სტრესის საწინააღმდეგო სათამაშოებმა ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება პირიქით, უფრო გაუფანტოს ბავშვს ყურადღება ან მასზე დამოკიდებული გახადოს.
გადაჭარბებული სტიმულაცია, ხელის ზედმეტი მოძრაობა ან სათამაშოს ხმაური მართლაც არის ყურადღების გაფანტვის მიზეზი, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, რომლებიც ფოკუსირებას საჭიროებენ, მაგალითად, მეცადინეობის დროს.
ზოგიერთი ბავშვი შეიძლება იმდენად დამოკიდებული გახდეს სათამაშოებზე, რომ მის გარეშე ფოკუსირება უჭირდეს. ამიტომ აკონტროლეთ ამ სათამაშოების გამოყენების სიხშირე და დააკვირდით, რამდენად ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს ბავშვს მის მიმართ. ის უნდა იყონ მართლაც სათამაშო და არა ბავშვის მუდმივი თანამგზავრი.