მოდის ბლოგერი და დიზაინერი დალი ჩიტალაძე 61 წლის გახდა. შარშან მე-60 დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა და ისიც თქვა, რომ მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია და არც მალავს თავის წლოვანებას. წელს დაბადების დღე სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მიულოცა, ბევრმა - ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოებით, ვიდეოკოლაჟით ფილმებიდან მისი მონაწილეობით და ა.შ.
საღამოს კი მშვენიერი წვეულება მოაწყო, რომელსაც ია ფარულავამ ვარსკვლავცვენა უწოდა.
მართლაც არ აკლდა წვეულებას ცნობილი სახეები, დალის მეგობრები.
ეს კი დალის საოჯახო ალბომი - ბავშვობა, მოდელობის პერიოდი, მეუღლე, შვილი.