მშობლები ხშირად ცდილობენ, შვილებისთვის განსხვავებული, თუმცა ორიგინალური სახელები შეარჩიონ. თუ გსურთ, თქვენს ქალიშვილს ლამაზი და განსხვავებული სახელი დაარქვათ, შესაძლოა, ინსპირაციად მსოფლიო ლიტერატურაში, ფოლკლორსა და ზღაპრებში გამოყენებული ვარიანტები გამოგადგეთ. საბავშვო წიგნების, ფილმების და მულტფილმების ბევრი გმირი ყოველთვის პოპულარულია, მაგრამ დროთა განმავლობაში გვავიწყდება ისინი. სინამდვილეში კი, შესაძლოა, ძალიან ლამაზი და შთამაგონებელი იდეები სწორედ მათგან მივიღოთ. დღეს რამდენიმეს გაგიზიარებთ:
ბიბლიური სახელია, რომელსაც სხვადასხვა ლიტერატურაში, ზღაპარსა თუ მულტფილმში განსხვავებული ვარიაციით ვხვდებით, ზოგიერთი ავტორი პირვანდელი სახით იყენებს, ზოგი კი ცვლის და "მოფერებით" სახელებს ანიჭებს უპირატესობას. მარია ძველი ებრაული სახელის - მარიამის ბერძნული ფორმაა.
ბერძნული წარმოშობის სახელი, რომელიც სიტყვა სიტყვით უცხოდ, უცხოელად ითარგმნებოდა. სახელი მთელ მსოფლიოშია პოპულარული და ავტორებმაც არაერთხელ გამოიყენეს.
ალბათ, მოთხრობა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ყველას გვახსოვს. სავარაუდოდ, სახელი "ალისა" ძველი გერმანული სიტყვიდან "კეთილშობილი" წარმოდგება. მე-12 საუკუნეში ეს სახელი ინგლისსა და საფრანგეთში იყო პოპულარული. შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. მე-19 საუკუნიდან სახელმა ახალი სიცოცხლე მიიღო. არისტოკრატები საკუთარ გოგონებს ამ სახელს აქტიურად არქმევდნენ და შემდეგ ფართოდ გავრცელდა.
ბერძნული სიტყვიდან წარმოდგენა და განიმარტება, როგორც "მკვდრეთით აღმდგარი", "სიცოცხლეს დაბრუნებული". ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა.
მელანია ბერძნული სიტყვიდან წარმოდგება და სიტყვა სიტყვით "შავს" ნიშნავს. მასვე უკავშირდება სიტყვა მელანი - საწერი სითხე, რომელიც თავდაპირველად შავი ფერისა მზადდებოდა. ამავე სახელის ვარიანტებია ქართულში: მელანა, მელანო. შემოკლებით - მელო. წლების განმავლობაში "მელანია" არაერთმა ავტორმა გამოიყენა და დღეს საკმაოდ პოპულარული და ამავდროულად, განსხვავებული სახელია.
დისნეის მულტფილმის "პატარა ქალთევზას" გმირი, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ. მულტფილმი ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარზეა დაფუძნებული. ადრე ამ სახელს ბიჭებს ეძახდნენ, თუმცა მე-20 საუკუნიდან გოგონებს უწოდებენ. არიელი იუდაიზმში ანგელოზის სახელია.
როგორც ცნობილია, ეს სახელი ძველი ბერძნულიდან მომდინარეობს და"მოწყალებას", "თანაგრძნობას" ნიშნავს. მისი სხვადასხვა ვარიაცია საბავშვო ზღაპრებში აქტიურად გამოიყენება.
ასე ჰქვია პოპულარული მულტფილმის "გაყინულის" ერთ-ერთ მთავარ გმირს, რომელიც პატრებს განსაკუთრებით უყვართ. როგორც ცნობილია, ის ევროპული ენებიდანაა ნასესხები და ელისაბედ-ის კნინობით ფორმას წარმოადგენს.
ლათინური წარმოშობის სახელია, რომელიც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იყო პოპულარული. თარგმანში ნიშნავს ”საყვარელს”, ”მომხიბვლელს”. ეს ლამაზი სახელი ძველ მწერლებსა და პოეტებს ძალიან უყვარდათ. ამ სახელისგან წარმოებული ფორმებია: ბელი, ანაბელა, ანაბელინდა, ანებელი.