პრინცი ჰარი ღელავს, რომ მისი შვილები აღდგომას სამეფო ოჯახთან ერთად არ აღნიშნავენ. ამის შესახებ Mirror წერს.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ტრადიციულ დღესასწაულებს, როგორიცაა შობა და აღდგომა სამეფო ოჯახთან ერთად აღარ აღნიშნავენ. ბიოგრაფი ტომ ქუინის თქმით, პრინცი ჰარი განაწყენებულია, რომ მისი შვილები არ ესწრებიან ოჯახურ დღესასწაულებს.
„სამეფო ოჯახი ტრადიციულად აღდგომის კვირას უინძორში წმინდა გიორგის სამლოცველოში იკრიბება წირვაზე, რასაც მოკლე გასეირნება და შემდეგ ტრადიციული შემწვარი ცხვრის ლანჩი მოჰყვება. ჰარის ყოველთვის უყვარდა ეს ტრადიცია, რადგან ის თავის საყვარელ ადამიანებს ერთად შეკრებილს ხვდებოდა, მაგრამ ის, რაც ჰარის წელს ნამდვილად ადარდებს, ისაა, რომ მისი შვილები სააღდგომო კვერცხზე ნადირობას გამოტოვებენ, რომელიც ლანჩის შემდეგ მოხდება”, - დასძინა ექსპერტმა.
22 მარტს ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ამჟამად პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსის ადრეულ ეტაპზეა. მისი თქმით, კიბო მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ ჩატარებული კვლევების დროს აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ქეით მიდლტონის ავადმყოფობის შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს.