პროფესიის არჩევაზე დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. სწორედ პროფესია განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრებით კმაყოფილების დონეს და შემოსავალს. ბუნებრივია, ასეთი საპასუხისმმგებლო არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც დღეს სკოლას ამთავრებს და სამომავლო პროფესიის ასარჩევად ემზადება. ეს არჩევანი არა მარტო აბიტურიენტებისთვის,, მათო ოჯახებისთვისაც დიდი საფიქრალია.
რომლებია ე.წ. მომავლის პროფესიები, რომლებზე იქნება ან არ იქნება მოთხოვნა მომავალში. ამის შესახებ ტრენერი, ქოუჩი და მენეჯმენტის სპეცილიატი ალექსანდრე ჯეჯელავა „შუადღის“ ეთერში საუბრობს.
„ის არა, რომელიც თქვენ გგონიათ. რასაც ახლა აირჩევენ აბიტურიენტები, იმ პროფესიით არ იმუშავებენ. თანამედროვე ადამიანი საშუალოდ, 6-ჯერ შეიცვლის პროფესიას. ისე ნუ ჩათვლით, რომ სწავლა აღარ არის საჭირო. ცხოვრების სიჩქარე გაიზარდა, მაგრამ ერთადერთი, რაც უცვლელი რჩება, ისაა, რომ სწავლა სულ დაგჭირდებათ. ექვსჯერ და ათჯერ მეტი სწავლაა საჭირო. აბიტურიენტის ახლანდელ არჩევანს შეიძლება მივუდგეთ, როგორც პირველ პროფესიას. ამ პროფესიით შეხვალთ ცხოვრებაში. თუ ასე შეხედავთ, ცოტა ტვირთიც შეუმსუბუქდება ოჯახსაც და აბიტურიენტსაც.
სწავლა უნდა ისწავლო. ახლა სწავლობთ იმას, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოთ.
აბიტურიენტი ირჩევს იმას, რაშიც დიპლომი უნდა აიღოს. რას გააკეთებთ და დიპლომში რა გეწერებათ, ამათი თანხვედრა აუცილებელი არ არის.
მოთხოვნად პროფესიას ბაზარი განსაზღვრავს. მოთხოვნადი პროფესიები 5 წლის შემდეგ სულ სხვა იქნება, ვიდრე დღესაა ან 5 წლის წინ იყო. ადამიანი დღეს რომ აბარებს და შრომის ბაზარზე 5 წლის შემდეგ აღმოჩნდება, გამოდის, რომ მკითხაობს, რასაც აზრი არა აქვს. 5 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ იუთუბერობა და AI სპეციალისტი იქნებოდა მოთხოვნადი?
ამიტომ დღეს მთავარია, სად მივიღებთ ყველაზე ხარისხიან ცოდნას, დიპლომი არ განსაზღვრავს იმას, თუ რას გააკეთებთ მომვალში. სამსახური განისაზღვრება არა დიპლომით, არამედ კონკურენციით, შენი უნარებით, მონდომებით, მოტივაციით, ურთიერთობებით. დიპლომი მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ 4 წელიწადში ეს განათლება მიიღეთ. როგორც სკოლის ატესტატი მოწმობს, რომ რაღაც კურსი გაიარეთ, ასე მოწმობს დიპლომიც.
რაც შეიძლება უფრო „ფართო“ დიპლომი უნდა გქონდეთ, რადგან ინტერესი რომ შეგეცვალოთ, ამ დიპლომით სხვაგანაც მიგიღონ. მაგალითად, პროგრამისტის დიპლომით ვერასოდეს იმუშავებთ იურისტად. სამაგიეროდ, იურისტის დიპლომით მშვენივრად იმუშავებთ პროგრამისტად.
თანამედროვე ტექნოლოგიები და პროფესიები
შეგვიძლია ახალი დევიზიც კი შევქმნათ: „ადაპტირდი ან გადაშენდი“. გარემო აუცილებლად შეიცვლება. ხელოვნური ინტელექტი შეცვლის, ევროკავშირში შევალთ თუ მულტიპლანეტურები გავხდებით, ისეთი პროფესიის უნდა იყოთ, რომ ცვლილებების არ გეშინოდეს. საჭიროა მენტალური მოქნილობა, განათლების სფეროში მოქნილობა, რომ ისეთი რამ ისწავლოთ, რაც ყოველთვის გამოგადგებათ. მაგალითად, ტექნოლოგიები, ხელოვნურ ინტელექტთან „გაშინაურება“, თუმცა მთავარი მაინც მენტალური ელასტიურობაა.
21-ე საუკუნეში არ უნდა დავაჯეროთ ადამიანი, რომ ერთი პროფესია უნდა აირჩიოს და არმაზის კერპივით თავი შესწიროს. ეს მიდგომა „გადავარდა“, სამაგიეროდ ცოდნის, განათლების და პრეოფესიონალისმის კერპი პირიქით, გამყარდა. 16 წლისამ არ უნდა აირჩიოს ის, რასაც 56 წლის ასაკში გააკეთებს.
არც ერთი ეს კითხვა დიპლომთან კავშირში არ არის. დიპლომს არავისთვის მოუტანია ხელფასი და წარმატება. ეს ყველაფერი დიპლომს და პროფესიის არჩევას კი არა შრომას, მიზანდასახულობას მოაქვს. ძალიან ძნელად იპოვით ადამიანს, ვინც 16 წლის ასკში გაკეთებული არჩევანით არის დღეს წარმატებული. ასეთი შეიძლება იყოს მოსახლეობის 7%.
შენი პროფესია ის არის, რაშიც გიხდიან. მე მათემატიკოსი ვარ, მაგრამ ამაში არავინ არაფერს მიხდის, ტრენეობაში მიხდიან.
მშობლის ხელშეწყობა ის უნდა იყოს, რომ მისცეს შვილს საშუალება, ყველა ინტერესი დაიკმაყოფილოს. რაღაც უნივერსიტეტში ისწავლოს, რაღაც ტრენინგით ისწავლოს, რაღაც - იუთუბით. მეორადი, მესამედი პროფესია აიღოს. შესაძლებლობები უსაზღვროა და ამიტომ რაც უფრო „ფართე ბადით ითევზავებთ“ ცოდნაზე, მით უფრო მეტი შეგრჩებათ მისგან.