ადრე ითვლებოდა, რომ რაც უფრო ადრე გააჩენდა ქალი შვილს, მით უფრო ჯანმრთელი იქნებოდა ახალშობილი ადრე ითვლებოდა, რომ რაც უფრო ადრე გააჩენდა ქალი შვილს, მით უფრო ჯანმრთელი იქნებოდა ახალშობილი. თანამედროვე კვლევებმა კი ეს ფაქტი ეჭვქვეშ დააყენა.
მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენას ახდენს ქალის ასაკი შთამომავლობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ უფროსი ასაკის მშობელთა შვილები ზრდასრულობაში უფრო იშვიათად ავადდებიან ჰიპერტონიით, სიმსუქნით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე მათი მშობლები.
კვლევა ახალ ზელანდიაში ჩატარდა. მეცნიერებმა 70 მამაკაცის ჯანმრთელობა შეისწავლეს ჯერ ბავშვობის ასაკში, შემდეგ კი 40-46 წლის ასაკში. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ჯობია ქალმა ბავშვი 25 წლის შემდეგ გააჩინოს, თუმცა ჯერ ვერ დაადგინეს, რა ასაკის უნდა იყოს მამა იდეალურ შემთხვევაში.
ეს კვლევა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან 30 წელზე ზევით მშობიარობის ტენდენცია მთელ მსოფლიოში იზრდება.
მეციერთა მეორე ჯგუფი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მათი მტკიცებით, რაც უფრო ასაკიანია მშობელი, მით უფრო მაღალია ბავშვის აუტიზმით, შიზოფრენიით და გენეტიკური გადახრებით დაავადების რისკი.
ახლა მეცნიერები იმას არკვევენ, რატომ აქვთ უფროსი მშობლების შვილებს უკეთესი მეტაბოლიზმი და გასუქების ნაკლები რისკი. შესაძლოა გენეტიკა არაფერ შუაში იყოს, უბრალოდ უფროსი ასაკის მშობლები უფრო ყურადღებით ეკიდებიან შვილის ჯანსაღად კვების საკითხს.