2024 წელი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. თითოეული მათგანი კი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ერთ-ერთ ყველაზე გასათვალისწინებელი პერიოდი 25 მარტიდან დაიწყო და 8 აპრილამდე გაგრძელდება. აღნიშნულ დროს სასწორი-ვერძის ღერძზე დაბნელების დერეფანია.25 მარტს სასწორის ნიშანში სავსე მთვარეც იყო და დაბნელების დერეფანიც დაიწყო. 8 აპრილს კი მზის სრული დაბნელება გველის. ამ დაბნელებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დიდ გავლენას მოახდენს.
8 აპრილს მთვარე მთლიანად დაფარავს მზეს. ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში უკანასკნელი მზის სრული დაბნელება იქნება - შემდგომი დაბნელება მოხდება მხოლოდ 2042 წლის 20 აპრილს. მეცნიერები ამობენ, რომ ახლანდელი დაბნელება არის 2006 წლის 29 მარტის მზის სრული დაბნელების გამეორება. მეცნიერების ინტერესს ისიც იწვევს, რომ ეს დაბნელება ხანგრძლივი იქნება (268 წამი), რაც მათ დაკვირვების მეტ საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს მზე ახლოს არის 11-წლიანი ციკლის პიკზე ყველაზე მეტი აქტივობის პერიოდთან, რაც იწვევს მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენებს.
დაბნელება დაიწყება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილის თავზე. სრული ფაზა დაიწყება ჩვენი დროით დაახლოებით 22:30-ზე. მთვარის ჩრდილი მოძრაობას დაიწყებს ჩრდილო-აღმოსავლეთით, გადაკვეთს მექსიკას და აშშ-ს შტატებს - ტეხასს, არკანზასს, მისურის, ინდიანას. მერე ჩრდილი კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს გაივლის და გაქრება ატლანტიკის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე. დაბნელების დანახვა დასავლეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონშიც კარგად გამოჩნდება, ჩვენს მხარეს - ნაკლებად.
დაბნელება ვერძის ნიშანში მოხდება. მას შეუძლია გამოიწვიოს გარდამტეხი მომენტები ადამიანების ცხოვრებაში, რადგან ხურავს "დაბნელების დერეფანს", როელიც 25 მარტს დაიწყო და განსაკუთრებით იმოქმედა ორ ნიშანზე - ვერძსა და სასწორზე.
დაბნელების ენერგია რადიკალურ, მოულოდნელ და საბედისწერო ცვლილებებს იწვევს. ასტროლოგების თქმით, განსაკუთრებით ეხება რომანტიკულ, მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებს, ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს კი ფინანსების მართვის მხრივ სიმტკიცეში გამოცდის. ტემპერამენტიან ადამიანებს ურჩევენ, ფრთხილად იყვნენ - გარემოცვასთან ურთიერთობაში, მუდამ იფიქრონ საკუთარ უსაფრთხოებაზე და არ ჩაერიონ კონფლიქტებში. ასევე სიფრთხილე მართებთ ფიცხ და ფსიქიკურად არასტაბილურ ადამიანებს, რადგან მცირე უსიამოვნებები შეიძლება დიდ კონფლიქტებში გადაიზარდოს.
ასტროლოგების აზრით, დაბნელების პერიოდში ყველაზე ოპტიმალური ქცევა არის სიმშვიდე. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული მკვეთრი მოქმედებები, დიდი ცვლილებების განხორციელება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
ამ პერიოდში იყავით დამკვირვებელი, თვალი მიადევნეთ მოვლენებს გარშემო, ზედმეტი ჩარევების გარეშე. დაუთმეთ დრო ანალიზს, საკუთარი თავის უკეთ შეცნობას. გარდა ამისა, ასტროლოგები გვირჩვენ, ამ პერიოდში მოვიშოროთ ზედმეტი ნივთები, მაგალითად, ძველი ნივთები, რომლებიც რა ხანია უსარგებლო გახდა. კარგად დაალაგეთ სახლი და მოაწესრიგეთ ყველაფერი. ასევე მოიცილეთ გარემოცვიდან უსიამოვნო ადამიანები, რომლებთან შეხვედრა და ურთიერთობა რა ხანია, გვთრგუნავს და გვაღიზიანებს.
გარდა ამისა, 8 აპრილის მზის სრული დაბნელება ემთხვევა ახალმთვარეობის პერიოდს. ამ დროსაც გვირჩევენ ასტროლოგები, არ გავაკეთოთ არაფერი აქტიური, მოვერიდოთ სტრესებს და კონფლიქტებს. ამ პერიოდში არ არის სასურველი ქორწინების დაკანონება, სახლის შეძენა, საქმიანი კონტრაქტების გაფორმება - ჯობს, დაელოდოთ, გადაიაროს 8 აპრილის დაბნელებამ და მერე დაიწყოთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება ამ კუთხით.