34 წლის სიამის ტყუპი ები და ბრიტანი ჰენსელები საყოველთაო ყურადღების ცენტრში არიან და თითზე ჩამოსათვლელია ის დღეები, როდესაც პრესის ფურცლებზე არ გამოჩენილან. დოკუმენტური ფილმები, რეალითი შოუები, ინტერვიუები ოპრა უინფრისთან - გოგონებმა ყველას ყველაფერი უამბეს თავიანთ უჩვეულო ცხოვრებაზე და როგორც ჩამს, ცოტა დაიღალნენ.
ამიტომ, როდესაც ებიმ ჯოშუა ბოულინგი გაიცნო, შემდეგ კი შეყვარებულებმა დაქორწინება გადაწყვიტეს, სურდათ ეს პირადი დღესასწაული საიდუმლოდ შეენახათ. მაგრამ როგორ შეიძლება სოციალური ქსელების სამყაროში საზოგადოების ყურადღებას გაექცე? ორი კვირის წინ პრესაში ტყუპს ცალის ქორწინების შესახებ სიახლემ გაჟონა, რომელიც სინამდვილეში, სამი წლის წინ მოხდა. ინტერნეტში ახალდაქორწინებულთა პირველი ცეკვის ვიდეოც გავრცელდა.
სწორედ ამ აჟიოტაჟის ეშინოდათ დებს ჰენსელებს, რადგან ყველა გულწრფელად როდი ულოცავდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წერდნენ, რომ ბოულინგი ორ დაზე დაქორწინდა. ხოლო როდესაც ებიმ და ბრიტანიმ აღიარეს, რომ დედობაზე ოცნებობდნენ, ჰეითერების ნამდვილი ტალღა წამოვიდა.
იმავდროულად, ჰენსელის განზრახვა ძალიან სერიოზულია, ექიმმა თქვა, რომ დებს, რომლებსაც წელის ქვემოთ საერთო ორგანოები აქვთ, შეუძლიათ ფეხმძიმობაც და ბავშვის გაჩენაც. ამ სიახლემ არა მხოლოდ დაქორწინებული ები შთააგონა, არამედ ბრიტანიც, რომელმაც, ჯერ კიდევ ერთ-ერთ რეალითი შოუში აღიარა, რომ მზად იყო საქმრო გაცნობის საიტზე მოეძებნა. ბრიტანი აქტიურად შეუდგა საქმეს. შესაძლებელია, რომ ჰენსელების მშობლებმა მეორე ქალიშვილიც მალე მიაცილონ საკურთხევლამდე.
ამასობაში, ჯოშ ბოულინგის ყოფილმა მეუღლემ, რომელსაც ის 2020 წელს დაშორდა, მოულოდნელად მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. განქორწინებიდან მალევე ქალს ბოულინგთან მეორე ქალიშვილი შეეძინა და ამჯერად ბავშვზე მეურვეობის დასაკისრებლად სასამართლოს მიმართა.