თანამედროვე სამყაროში მაღაზიებში, ფაქტობრივად, ყველაფერია ხელმისაწვდომი და ყველა საჭირო ნივთის პოვნა, როგორც წესი, უპრობლემოდ შეიძლება. მათ შორისაა, ჰიგიენური საფენები, რომლებიც ქალებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ საშუალებად ითვლება.
როდესაც ჩრდილოეთ კორეაზე ვსაუბრობთ, იქ არსებული აკრძალვები, ზოგჯერ სრულიად აბსურდული და გაუგონარი წესები ცივილურ სამყაროს განსაკუთრებით აკვირვებს. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეაში იმ ნივთების უმეტესობის ყიდვა, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, აკრძალულია.
მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში ჯინსის შარვლის გამოყენება აკრძალულია. კატეგორიულად აკრძალულია მინი ქვედაკაბები, ტოპები, ზედმეტად გამოკვეთილი ტანსაცმელი. მოქალაქეებს არც ვარცხნილობაზე შეუძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება. ჩრდილოეთ კორეაში "კლასიკური" ვარცხნილობის მკაცრი წესი არსებობს და ვერავინ გადაუხვევს. ასევე, როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეაში თმის საღებავის პოვნა თითქმის შეუძლებელია.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ყველაზე მეტად ქალებს უჭირთ. ისინი არა მხოლოდ მკვეთრი ფერის ფრჩხილის ლაქსა და მუქ ტუჩსაცხზე ოცნებობენ, არამედ ისეთ საჭირო და აუცილებელ ნივთზე, როგორიც თანამედროვე ჰიგიენური საფენია... ჯერჯერობით, უცნობია, რატომ მოხვდა ჰიგიენური საფენი "შავ სიაში", მაგრამ თუკი ვინმე მის ფარულად გაყიდვას გადაწყვეტს, უმკაცრესი სასჯელია დაწესებული. ჩრდილოეთ კორეაში არც ტამპონი და მენსტრუალური ჭიქაა. თუმცა, ფიზიოლოგიას ვერსად გავექცევით... ამიტომაც, ქალებს ალტერნატიული საშუალებების ძიება უწევთ:
კერძოდ, ჩრდილოეთ კორეაში ქალები მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის საფენებს იყენებენ, რომელიც ქსოვილის რამდენიმე ფენისგანაა შექმნილი. როგორც ცნობილია, მსგავსი საფენი ეკოლოგიურად სუფთაა, კანს არ აღიზიანებს და არ იწვევს უსიამოვნო სუნს. მსგავსი მრავალჯერადი გამოყენების საფენები მოგვაგონებს იმ საშუალებებს, რომლებსაც ქალები წლების წინ საბჭოთა კავშირში იყენებდნენ. თუმცა, ეს საშუალებები შედარებით დახვეწილი და გათანამედროვებულია.
ჩრდილოეთ კორეაში მრავალჯერადი გამოყენების, ნაჭრის საფენები იყიდება და ფასი მწარმოებლისა და ხარისხის მიხედვით იცვლება. ასევე, განსხვავებულია ზომებიც:
სხვათა შორის, ამ მეთოდს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ბევრი ადამიანი მიესალმება და ეკოლოგიური ფაქტორისა და ფიზიკური უსაფრთხოების გათვალისწინებით, კარგ საშუალებად აღიქვამენ.
როგორც წესი, მსგავს ჰიგიენურ საფენებს თავისი ჩასადები მოყვება, რომ სახლის გარეთაც კომფორტული იყოს გამოყენება. აუცილებელია კარგად გაირეცხოს. არსებული წესების მიხედვით, საფენი 30 წუთის განმავლობაში ჯერ ცივ წყალში უნდა ჩაალბონ, შემდეგ კი კარგად გარეცხონ. მას სხვა ტანსაცმელთან ერთადაც რეცხავენ, ცხელ რადიატორზე მისი გაშრობა არ არის რეკომენდებული, უმჯობესია ბუნებრივ პირობებში გაშრეს. მრავალჯერადი გამოყენების საფენი გამოყენებიდან მალევე უნდა გაირეცხოს.