კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ კვლევა)დამაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა)- კვლევის მეთოდები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია მივიღოთ შინაგანი ორგანოებისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების დეტალური გამოსახულება.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ), სხეულის სხვადასხვა ნაწილის განივი ჭრილის გამოსახულების მისაღებად რენტგენის სხივებს იყენებს,კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT/კტ),როგორც კვლევის მეთოდს იყენებენ შემდეგი ჩვენებების შემთხვევაში:
კომპიუტერული ტომოგრაფის მეშვეობით მიღებული გამოსახულების ინტერპრეტაცია ექიმს აწვდის დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასაგეგმად საჭირო დეტალურ ინფორმაციას. რიგ შემთხვევებშიკომპიუტერული ტომოგრაფია CT/კტ, კვლევის მიზნით დაგეგმილი ოპერაციების თავიდან აცილების შესაძლებლობასაც იძლევა.თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომკომპიუტერული ტომოგრაფია CT/კტ, მაიონიზებელ გამოსხივებასთან კონტაქტის გარკვეულ საფრთხეს ქმნის, რაც შესაძლოა ზრდიდეს სიმსივნის განვითარების ალბათობას სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ აუცილებელია, რომ კვლევა ჩატარდეს პროფესიონალის მიერ და ტომოგრაფი გამოყენებულ იქნეს სათანადოდ, ყველა წესის დაცვით!გასათვალისწინებელია, რომ იმ უახლეს ტომოგრაფებს, რომლებითაც"ავერსის კლინიკა"არის აღჭურვილი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, აქვს 80%-ით შემცირებული დასხივება.
ეს ფაქტორი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვებში, რადგან ისინი მეტად მოწყვლადნი არიან რადიაციული ეფექტების მიმართ.
რა არისმაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა)?
თანამედროვემაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა)პრაქტიკულად ყველა ორგანოს კვლევის დროს გამოიყენება, გარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ფილტვებისა, თუმცა ფილტვების მრტ კვლევასაც მიმართავენ საჭიროებისამებრ, რიგ შემთხვევებში.
როდესაც საქმე ეხება ზოგად გამოსახულებას (არა დეტალურს) 1.5 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (MRI/მრტ) საუკეთესოა, ხოლო მაშინ როდესაც საქმე ეხება მცირე სტრუქტურებსა და დეტალურ სურათს (მაგ. თავის ტვინი, თვალი, ყური, მცირე სახსრები) - 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (MRI/მრტ) იდეალური სადიაგნოსტიკო საშუალებაა.
პაციენტის უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის აუცილებელია კვლევა დანიშნოს პროფესიონალმა და მანვე გადაწყვიტოს თუ რომელი სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ/MRI) კვლევაა მიზანშეწონილი პაციენტისთვის!
მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ/MRI)ერთ-ერთი სახეა ფუნქციური მრტ, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ტვინის სხვადასხვა უბნის სისხლის მიმოქცევის შესახებ. მისი მეშვეობით ასევე ფასდება თავის ტრავმისა და სხვა პათოლოგიების, მაგალითადალცჰაიმერისდაავადების შედეგად განვითარებული დაზიანება.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ კვლევა)დამაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა)კვლევის მეთოდებია, მათ აქვთ მსგავსი გამოყენება, მაგრამ აქვთ გამოსახულების მიღების სხვადასხვა ტექნიკა. კომპიუტერული ტომოგრაფი იყენებსრენტგენის სხივებს,ხოლო მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი - მაგნიტებსა დარადიოტალღებს.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ კვლევა)უკეთესია დიდი უბნებისთვის, ხოლომაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა)გვაძლევს შესამოწმებელი ქსოვილის უკეთეს, მაღალი გარჩევადობით სურათს. ორივეს აქვს რისკი, მაგრამ საბოლოო ჯამში უსაფრთხო პროცედურებად მიიჩნევა და უალტერნატივოა დიაგნოსტიკური მიზნებიდან გამომდინარე.დაიმახსოვრეთ, რომ კვლევის მეთოდი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იქნეს შერჩეული!
R