კონსტანტინე მელაძე და ვერა ბრეჟნევა დიდი ხანია ერტმანეთს დაშორდნენ. გავრცელებული ხმების მიხედვით, გოგონა, ვის გამოს მელაძემ ბრეჟნევა მიატოვა, 22 წლის სოფია ტარასოვაა. ახლახან ვალერი მელაძე სცენაზე მასთან ერთად წარსდგა.
როგორც ყვითელი პრესა წერს, გოგონას იდეალური გარეგნობა აქვს და გასაკვირი არაა, რომ ცნობილმა მექალთანემა ცდუნებას ვერ გაუძლო.
მელაძე-ტარასოვას დუეტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მელაძის თაყვანისმცემლები, ვისაც ბრეჟნევა არ უყვარდათ, წერენ, რომ ქალს სხვისი ოჯახის დანგრევა ბუმერანგი დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მელაძე ოფიციალურად დაქორწინებული იყო იანა სუმზე. ინტერნეტმომხმარებლებს ვერა ბრეჟნევას მიმართ თანაგრძნობა თითქმის არ გამოუთქვამთ. პირიქით, ძველი ქმედებები შეახსენეს, როცა თავის დროზე, კონსტანტინემ მის გამო მიატოვა მეუღლე.