თავიდან ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის სამი შვილიდან ერთ-ერთმა - სერაფინამ, ჩაცმის სტილი შეიცვალა, მერე თმა გადაიპარსა, ახლა კი ამბობს, რომ სერაფინა აღარ ჰქვია, ფინია და ასე უნდა მიმართონ. გოგონა უკვე ახალი სახელით ეცნობა ყველას და მოითხოვს გარშემო მყოფებისგან, პატივი სცენ მის არჩევანს.
ახალი იმიჯით - პიჯაკით და მოკლე ვარცხნილობით, 15 წლის სერაფინა გასულ უქმეებზე ბაბუის დაკრძალვაზე გამოჩნდა. ჯენიფერ გარნერის მამა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.