გადატვირთული გრაფიკი, ყოველდღიური საზრუნავი, პრობლემები, დაძაბულობა სამსახურში, საყვარელ ადამიანებთან გაუგებრობები, საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები, ტელევიზიიდან და სოციალური მედიიდან წამოსული მუდმივი აგრესია ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, ხშირად სტრესს, შფოთვასა და ემოციურ არასტაბილურობას იწვევს.
დეპრესია საკმაოდ საყურადღებო პრობლემაა. თუმცა, ადამიანები ზოგჯერ შეცვლილ განწყობასა და ქცევებს გადაღლას უკავშირებენ. დღეს გაგიზიარებთ ფსიქოლოგების მიერ შექმნილ ტესტს, რომელიც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგცემთ. კერძოდ, როგორც ხედავთ, სურათზე მამა-შვილია გამოსახული. ბავშვი ვიტრინაში იყურება და ნამცხვრების შერჩევას ცდილობს. თუკი ნამცხვრების გამოსახულებებში 30 წამში 4 სახეს ამოიცნობთ, ეს ნიშნავს, რომ ნერვული აშლილობის ზღვარზე ხართ, ძალიან გადაიღალეთ და შესაძლოა, დეპრესიასაც განიცდით. ან უბრალოდ, ძალიან სხარტი გონება და მხედველობა გაქვთ.