სოციალურ ქსელში ბევრისთვის ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი ლიმონის სამარხვო კექსის რეცეპტს გვიზიარებს.
დაგვჭირდება:
ლიმონი 3 ცალი
შაქარი 350 გრამი
ვანილი 4 გრამი
ლიმონის წვენი 150 გრამი
წყალი 300 გრამი
ზეთი 120 გრამი
გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
სოდა 1 ჩ.კ.
ფქვილი 800 გრამი
გავხეხოთ 3 ლიმონის ცედრა. დავამატოთ შაქარი, ვანილი, მოვურიოთ და გავაჩეროთ ერთი საათით. შემდეგ ამ მასას დავასხათ ლიმონის წვენი, წყალი, ზეთი და დავაცრათ ფქვილი, რომელშიც შევურევთ სოდას და გამაფხვიერებელს. მოვათავსოთ კექსის ფორმაში და ვაცხობთ 155 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.
ფორმა რომ შეგრილდება, შემდეგ გადმოვიღოთ კექსი. რომ გაგრილდება, დავჭრათ.