მსახიობ მაიკო ვაწაძეს, რომელიც მსახიობისა და მომღერლის - ანდრია გველესიანის მეუღლეა, დაბადების დღე ჰქონდა. "ჩემი გოგოს დაბადების დღე. მიყვარხარ, პრინცესა! ყველაზე და ყველაფერზე მეტად" - წერს ანდრია სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოს, თუ როგორ აქრობს წყვილი ერთად სანთლებს ტორტზე. ანდრიამ ასევე რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა ცოლის საპატივცემულოდ და მისი დღეობის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა.
ანდრია და მაიკო რამდენიმე წელია ცოლ-ქმარი არიან და უსაყვარლეს ვაჟს - სანის ზრდიან.