თბილისის მერია სოციალურად დაუცველ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომოდ სასურსათო კალათას წელსაც გადასცემს. ამის შესახებ მერიაში განგვიცხადეს.
ნობათი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით სასადილოებში გაიცემა. თუმცა, როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, თუ მოქალაქეს აქვს საჭიროება, რომ სასურსათო კალათა გადასცენ, მაგრამ უფასო სასადილოს ბენეფიციარი არ არის, შეუძლია, წინასწარ თადარიგი დაიჭიროს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გამგეობას მიმართოს და რესურსის არსებობის შემთხვევაში, სურსათით ისიც ისარგებლებს.
რა პროდუქტები შევა სასურსათო კალათაში, ჯერჯერობით, გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ, როგორც წესი, კვერცხთან და პასკასთან ერთად, სხვადასხვა ტკბილეული, ქათამი და სხვა საჭირო პროდუქტია ხოლმე გათვალისწინებული.
თამარ იაკობაშვილი