შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
წელსაც ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგნად ისტორიის ჩაბარება გადაწყვიტა, ყველაზე ნაკლებმა კი ხელოვნებას მიანიჭა უპირატესობა.
აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- ისტორია აირჩია – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- მათემატიკა აირჩია – 17 000-მდე აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება აირჩია- 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია აირჩია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა აირჩია – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ხელოვნება აირჩია – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
შედარებისთვის, 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასეთია:
- ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;
- მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 2023 წელს კი 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
თამარ იაკობაშვილი