21-ე საუკუნის საქართველოში მეხსიერების გაუარესება არავის უკვირს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებს მათ, ვინც კოვიდ-19 და სხვა ვირუსული დაავადებები გადაიტანა.
როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? - ამ შეკითხვით მივმართეთ ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს - ბელა ყურაშვილს:
- ადამიანის ტვინში უფრო მეტი უჯრედია, ვიდრე ცაზე - ვარსკვლავები. დადგენილია, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინი 80 მილიონამდე ნეირონს შეიცავს, მაგრამ ის 18 წლის შემდეგ აღარ იზრდება. ასაკთან ერთად, ტვინის შესაძლებლობები მცირდება და ვითარდება დემენცია, რომელსაც ვერაფერს უზამ, თუმცა, ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც 90 წლის ასაკშიც მშვენივრად აზროვნებენ და 20-25 წლის ახალგაზრდის მეხსიერება აქვთ.
- პირველ ყოვლისა, აქტიური ცხოვრების წესი - ის საშუალებას გვაძლევს, რომ გონებრივი შესაძლებლობები დიდხანს შევინარჩუნოთ. ყველაზე დიდხანს და სრულფასოვნად ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, პენსიაზე გასვლის შემდეგაც აზროვნებს, მოგზაურობს, წიგნებს წერს, ლექციებს კითხულობს... ამ ადამიანებს გაცილებით უკეთესი მეხსიერება აქვთ, რადგან ტვინს გამუდმებით ავარჯიშებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს: 7-8-საათიანი ძილი აუცილებელია, რადგან უძილობა ტვინის უჯრედების მოქმედებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
- ჩვენი ყოველდღიური რაციონიდან რა უწყობს ხელს მეხსიერების გაუმჯობესებას?
- ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომყავა ყველაზე მეტად ეხმარება თავის ტვინის აქტიურობას, ის მეხსიერებასაც აუმჯობესებს და სტრესსაც ხსნის,მაგრამ ზომიერება არ უნდა დავივიწყოთ - დიდი რაოდენობით ყავამ შეიძლება პირიქით, ზიანი მოგვაყენოს. არ არის სასურველი შაქრიანი ყავის სმაც, რადგან შაქარი სისხლძარღვებში ბაქტერიების გამრავლებას იწვევს. განსაკუთრებით სასარგებლო საკვებია შოკოლადი, რომელიც მეხსიერებას და მასალის ათვისების უნარს აძლიერებს, ოღონდ, ეს ნამდვილი, მწარე შოკოლადი უნდა იყოს.
აუცილებლად უნდა შევეხოთ სელენს - ამ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს: მრავალი კვლევით დადგინდა, რომ ყველა, ვისაც სელენის დეფიციტი აქვს, ალც-ჰაიმერის, გაფანტული სკლეროზის და სხვა დაავადებების რისკის ქვეშ იმყოფება. სელენის შემცველი საკვები მეხსიერებას და ინტელექტს აუმჯობესებს, ხოლო ამ მიკროელემენტის დეფიციტი ურთულეს დაავადებებს იწვევს, რომელიც ადამიანის მეხსიერებას და აზროვნებას თანდათან ანადგურებს. სელენი ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას და კარგ განწყობას. ის გვხდება ნიგოზში, კიბორჩხალასა და ხამანწკებში, ფრინველის ხორცში, მას საკმაო რაოდენობით შეიცავს კვერცხი, ყველი, იოგურტი, კარტოფილი, ბურღულეული და ა.შ...
- კიდევ რომელი პროდუქტი უნდა მიიღოს ადამიანმა, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს?
- შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამმეხსიერებისთვის საუკეთესოა სიმინდი, რომელიც ტვინის მუშაობას აძლიერებს. ასევე, ძალიან კარგიაღივი, რადგან ის ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს და მეხსიერებას აძლიერებს. ასევე კვერცხი, ნაღების კარაქი, ცხიმიანი ხაჭო, რძე და რძის პროდუქტები. ასევე, ყველი, საქონლის ხორცი, ღვიძლი.