წლების განმავლობაში სოციალური ქსელის წყალობით, არაერთი კულინარის პასკის რეცეპტი გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი თამრიკო კიკაბიძე გახლავთ. მისი რეცეპტი საკმაოდ ცნობილია და უამრავი ადამიანი სწორედ მისით ხელმძღვანელობას. გთავაზობთ ამ რეცეპტს.
დაგჭირდებათ:
- 10ცალიკვერცხი
- 1,2კილოშაქარი
- 3კილოპურის ფქვილი
- 4სუფრის კოვზიმშრალი საფუარი
- 1ლიტრირძე
- 250გრმარგარინი
- 250გრკარაქი
- 1ჭიქაზეთი
- 10გრშაქრიანი ვანილი
- 300გრქიშმიშიმუქი
- 200გრცუკატებისურვილის მიხედვით
- 1 ცალი ლიმონის ცედრა,
- ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, დარიჩინი და მიხაკი
მომზადება:
- ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი 4 სუფრის კოვზი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, კარგად რომ აფუვდეს.
- მეორე ნახევარ ლიტრ ცხელ რძეში გახსენით ცხიმი-მარგარინი, კარაქი და ნახევარი ჭიქა ზეთი.
- ცალკე, 10 კვერცხის ცილა ამოიყვანეთ კარგად (ოთახის ტემპერატურაზე კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის), დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი და კარგად აურიეთ.
- ცალკე, 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს. დაუმატეთ 20 გრამი შაქრიანი ვანილი, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე. გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.
- ცალკე, დიდ თასზე დაყარეთ 3 კგ ფქვილი, დაასხით საფუარიანი და ცხიმიანი რძე, კარგად აურიეთ და შეზილეთ კვერციანი მასა. კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი. ნახევარი საათი მაინც მოანდომეთ ცომის მოზელა. ასე პასკებს თავი არ დაუსკდება. ცომს ამოსასვლელად 6 საათი სჭირდება. ღამით მოზილეთ, შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად იქნება, ღამე ჩაზილვა არ სჭირდება.
- დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში თქვენი სურვილის მიხედვით. თუ გნებავთ ცუკატები,1 ცალი ლიმონის ცედრა, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, დარიჩინი და მიხაკი. ვისაც მიხაკის დარიჩინის გემო არ მოგწონთ, ნუ დაუმატებთ. სანელებლები თქვენი გემოვნებით დაუმატეთ.
- აიღეთ ფორმები, ჩაუფინეთ ქაღალდი, გვერდებზეც და წაუსვით ცხიმი. ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე. ცხობისას 2-ჯერ იზრდება. თუ პასკას ძირი ეწვება, მაშინ ძირზე ჯერ ფოლგა ჩაუფინეთ და შემდეგ ნამცხვრის ქაღალდი.
- ფორმაში ცომი გააჩერეთ 6 საათის განმავლობაში. შემდეგ შედგით 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. 1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება, შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ.
- შოკოლადის მინანქარი - 4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო,50 გრამი კარაქი,100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი წყალი.სქელძირიან ქვაბში მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და შაქარი რომ გადნება მზად არის. თეთრი ფერის მინანქრისთვის თეთრ შოკოლადს ვადნობ წყლის აბაზანაზე ცოტა რძესთან ერთად,რომ ძალიან მშრალი არ იყოს. თეთრი მინანქარი აგრეთვე მიიღება შაქრის პუდრის და რძის ნაერთისგან.
- ნამდვილი პასკა უნდა იყოს არაფუმფულა. მე არ ვუმატებ არც მაწონს-აფუმფულებს ცომს და არც არაჟანს-აფხვიერებს ცომს და ორი დღის შემდეგ იფშვნება. გამოდის 6-8 ცალი .