29 აპრილს "ქართული ოცნება" მასშტაბურ აქციას გეგმავს და მხარდამჭერებს შეკრებისაკენ მოუწოდებს.
"ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას", - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაკი 29 აპრილი სამუშაო დღეს, ორშაბათს ემთხვევა და ბევრი მშობელი ვარაუდობს, რომ აქციაში მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომლებიც ჩაერთვებიან, მოგვმართეს შეკითხვით, ხომ არ იგეგმება აღნიშნული თარიღის დასვენების დღედ გამოცხადება. საკითხი განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს აინტერესებთ. ამიტომაც, შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.
როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ორშაბათს ყველა სკოლა და მასწავლებელი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და სასწავლო პროცესის გაუქმება ან გადადება არ იგეგმება.
თამარ იაკობაშვილი