რუსი ოლიგარქი გერმან სტერლიგოვი, რომელიც თავისი კონსერვატიული შეხედულებებით და რელიგიურობითაა ცნობილი, განქორწინდა და სამ შვილს მემკვიდრეობა ჩამოართვა. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე განაცხადა.
გერმან სტერლიგოვის თქმით, მისი ყოფილი მეუღლე ალენა სტერლიგოვა "ერეტიკოსია". მან ასევე ერეტიკოსები უწოდა თავის ქალიშვილს პელაგიას და ვაჟებს, არსენსა და პანტელეიმონს, რომლებსაც მემკვიდრეობაც გაუუქმა.
„ჩემი ვაჟი სერგიუსი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მემკვიდრე, ჩემი ვაჟი მიხა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მემკვიდრე. .. ყველა ადამიანს, სანამ ცოცხალია, შეუძლია დაწყევლოს ერესი და გახდეს ქრისტიანი. - წერს გერმანი სტერლიგოვი.
არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ჭორები, რომ მართლმადიდებელი მილიონერის ოჯახში ყველაფერი რიგზე არ იყო, მაგრამ ალენა სტერლიგოვამ უარყო ეს ინფორმაცია. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ის ელიტურ ცხოვრებას ეწევა, სიცრუეა.
გერმანი სტერლიგოვი ცნობილია თავისი კონსერვატიული შეხედულებებით, იგი ცნობილი გახდა იმით, რომ "მართლმადიდებლურ პურს" 900 მანეთად ყიდდა, ხოლო მაღაზიაში დაკიდა აბრა წარწერით " გეებისთვის შემოსვლა აკრძალულია." . 2018 წელს სტერლიგოვმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ეძებდა თანამშრომელს, სადაც დეტალურად აღწერდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის: ” სასწრაფოდ ვეძებ მდივანს: ლამაზს, უმაკიაჟოს და მორჩილს. ვაჭმევ, ვასმევ, ვაცმევ და კიდევ 100 ათასს ვუხდი. რაც უფრო ახალგაზრდა იქნება, მით უკეთესი. შევამჩნიე, რომ ასაკთან ერთად ქალების ხასიათი უარესდება“. ქალი არ უნდა ყოფილი შვილიანი, გათხოვილი ან განქორწინებული. მისი მოვალეობები ასე ჩამოაყალიბა: „რასაც ვეტყვი, იმას გააკეთებს“.
მისი ქალიშვილი პელაგია ფერმერზე და ყველის მწარმოებელ ოლეგ სიროტაზე დაქორწინდა. ქმარი მამამ შეურჩია. გერმან სტერლიგოვი ქორწინებას იდეალურს უწოდებდა, წყვილს 4 შვილიც შეეძინა, მაგრამ საბოლოოდ ქორწინება 2021 წელს დაიშალა. განქორწინების შემდეგ, პელაგია უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ყოფილი ქმარი ფინანსურად არ უზრუნველყოფდა.