ექსკურსიების სეზონი გააქტიურდა. კლასების უმრავლესობამ უკვე შეარჩია მარშრუტები, სატრანსპორტო საშუალებები და ხარჯებიც დათვალა. რა ჯდება წელს ექსკურსიები და როგორ ახერხებენ მშობლები გაძვირებულ ფასებთან გამკლავებას, როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია? ამის შესახებ მშობლები თავის მოსაზრებას და გამოცდილებას სოციალურ ქსელში გვიზიარებენ. როგორც ირკვევა, საშუალოდ ფასები 80-დან 200 ლარამდე ადგილისა და მარშრუტის მიხედვით მერყეობს, თუმცა ბევრს უფრო მეტიც უჯდება.
- „ძალიან რთულია, სკოლის 4 მოსწავლე და ამასთან ერთად, აბიტურიენტი. რომელი ერთი გინდა, რომ გამოაკლო მეგობრებს? ძალაუნებურად გვიწევს ძალების მოკრება. კარგი იქნებოდა, რომ სკოლის დაქვემდებარებაში იყოს ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ გზის ხარჯს დასჯერდებოდა“.
- „200 ლარი ჯდება და რას ვიზამთ, წელიწადში ერთხელ შეიძლება. მარტო ტაშფანდური არაა, დაშბაშის კანიონზე მივდივართ. ეს სილამაზე მე რომ მოვინახულო ოჯახთან ერთად, გაცილებით ძვირი დამიჯდება. ასე რომ, ნამდვილად მიღირს, ღმერთმა ყველას მოგვცეს საშუალება“.
- „ვისაც 1 ან 2 შვილი ჰყავს, ალბათ, უღირს და მე რომ 4 მყავს და ამავდროულად, მარტოხელა დედაც ვარ, როგორ გგონიათ, მიღირს? ან შემიძლია ამდენი ბავშვის ხარჯის გაწევა, როდესაც მარტოს გიწევს ყველაფრის მოგვარება? ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი გამოსავალი რჩება: ან იმდენი ვალი უნდა აიღო, რომლის გადახდაც მთელი წელი მოგიწევს და თუ ვერ მოახერხებ, შვილებს გული უნდა დაწყვიტო. და ეს იცით რატომ? იმიტომ, რომ ეგოისტი ადამიანები მხოლოდ თავის თავზე და იმაზე ფიქრობენ, როგორ გამოიჩინონ თავი იმაში, თუ რა მაგარი მშობლები არიან. თქვენ გამო ბევრი ბავშვი იჩაგრება.“
- „ქუთაისში 2100 ლარი. ზოგმა 2750 გვითხრა.“
- „სკოლებს სამმაგს სთხოვენ. ტურისტული ფირმა მაქვს და მაისი-ივნისში ყველა მძღოლს სკოლის ექსკურსიებზე უნდათ წასვლა, იმხელა ფულს შოულობენ“.
- „მარტყოფში 1000 ლარს ამბობენ, არავინ უნდა დაიქირაოს ერთ წელს ეგეთები, მერე ისწავლიან ჭკუას..“
- „200 ლარი ერთი ბავშვის ექსკურსია,150 - მეორის და ივნისში 360 დოლარი გასტროლი ცეკვიდან უფროსი ბავშვის - ეს მხოლოდ ოფიციალური გადასახადია,სახარჯი ფული სხვა. თითქმის ყველამ ვიცით, რომ ექსკურსიები წლის ბოლოსაა და ვცდილობთ, რაღაც დანაზოგი გვქონდეს, რომ ხელი არ შეეშალოთ. ვიცი მშობლები ბოტოქსებში დოლარებს ხარჯავენ და ექსკურსიებზე არ უშვებენ შვილებს.“
- „საერთოდ, სკოლა რა შუაშია ვერ ვხვდები: მშობლები ირჩევენ ლოკაციას, ეძებენ, პოულობენ და ქირაობენ ტრანსპორტს, ყიდულობენ "საგზალს", მიჰყვებიან და თვალყურს ადევნებენ ბავშვებს. აი სკოლა საერთოდ რა შუაშია ამიხსნის ვინმე?“
- „როცა არ არის საშუალება და გიჭირთ კატასტროფული თანხების გადახდა, კრება როცა ტარდება ექსკურსიასთან დაკავშირებით, რატომ არ ამბობთ?! ეგ ხომ სირცხვილი არაა. ყველა ერიდება უარი თქვას დამატებით ხარჯებზე და ბოლოს ყველას უჭირს თანხის გადახდა. ზოგს შეიძლება ბევრი აქვს და ყველა მისნაირი გონია, ვისაც არ აქვს, ისაა ცოდო.“
- „3 ბავშვის ექსკურსია 450 ლარი ჯდება“.
- "საერთოდ რა სავალდებულოა ეს ამდენი ხარჯი და ნერვიულობა, საფრთხეც ხოა ამხელა გზაზე ამდენი ბავშვის ტარება, არაერთხელ დავრწმუნდით. ვინ დააწესა ეს აუცლებლობა. ბავშვების ნახევარი არ ინტერესდება იმ ადგილებით, სადაც მიჰყავთ. მშობლები მხოლოდ სურათების გადასაღებად დადიან. თუ ერთად ყოფნისთვის ხდება, იქ შეკრიბონ ბავშვები, სადაც ცხოვრობენ და კარგი საღამო მოუწყონ, ბევრად იაფი და უსაფრთხოა".
- „2- დღიანი 400 ლარი, პლუს ჯიბის ფული, ეს ერთი შვილის. მეორის ჯერ არ ვიცი“.
- „500 ლარი 3-დღიანი სვანეთში, მშობელთან ერთად.“
- „იმაზე მეტი არ ჯდება, რაც შილაკი, წამწამის დაგრძელება და წარბის მოწესრიგება. ასე რომ, წელიწადში ერთხელ შვილისთვის არც უნდა დაიწუწუნო“.
- „გაოცებული ვარ, რა თანხები ჯდება ექსკურსია, მე-13 წელია თანამშრომლები დამყავს ექსკურსიებზე: აღმოსავლეთით და დასავლეთით, 22 მგზავრი და თითოს 20ლარზე მეტი არ აგვიკრებია, მძღოლიც და მგზავრები უკმაყოფილო არასდროს ყოფილა.“
- „აი, ამიტომ ლაშქრობა: 50/70 ლ ., მცირე საკვების თანხა, მშობელს თავისი ეზოგება და ბავშვები თავგანიავებული , მხიარული და პრაქტიკული ცოდნით დატვირთულები ბრუნდებიან. მოჭამა დრო მშობლებისა და მასწავლებლის ქეიფის ყურებით დაღლამა და ვითომ ტაძრებ-მოლოცვილი ბავშვების მწვადის ლოდინმა. საშინელებაა მართლა. რამეს მაინც აძლევდეს.“
- „ჩემი შვილი სტუდენტია და ცხოვრებაში პირველად ვიხდი ასე ცოტას ექსკურსიაზე. თვეში ერთხელ მიდიან ან 2 თვეში ერთხელ და ვიხდით 20 ლარს, საჭმელი თავზე საყრელი აქვთ“.
- „ჩემმა შვილმა, არ მინდა ექსკურსია, ნუ მაბოდიალებ ახლაო, გავგიჟდი სიხარულისგან“.
- „არავინ მოვიდა ისეთი, ამ ტაშფანდურა მასწავლებლებსა და მშობლებს გააგებინოს, რას ნიშნავს ექსკურსია და რას ემსახურება არაფორმალურ გარემოში ბავშვების, სწორედაც რომ ბავშვების გაყვანა“.
- „1500 ლარი მიგვთხოვა ავტობუსმა. კვებიანად 200 ლარამდე ადიოდა თითო ბავშვი ყველაზე ახლო ლოკაციაზე. ანიმატორების გარეშე მე-4 კლასის ბავშვები“.
- „მე 12- კლასი კაბადოკია 5- დღე 500- ლარი .ჯიბის ფულის გარდა“.
- „რაჭა 500 ლარი გვიჯდება“.
- „მე ვერ ვუშვებ. არ მაქვს საშუალება. კი ტირის უკვე 3 დღეა, მაგრამ რა ვქნა“