ბრიტნი სპირსი კვლავ პრობლემების წინაშეა. სასტუმროში მომხდარი სკანდალისა და ქუჩაში საბანით გამოსვლის შემდეგ, ვარსკვლავის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი კვლავ ეჭქვეშაა.
2021 წელს, როდესაც მომღერალი საბოლოოდ განთავისუფლდა მამის ზედამხედველობისგან, გულშემატკივრებმა ეს ეს სიხარული მთელ მსოფლიოში გაიზიარეს. ამას სემ ასგართან ქორწილი მოჰყვა, რამაც მომღერლის ცხოვრებას სტაბილურობა შესძინა. მაგრამ ნათელი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა.
2023 წლის ბოლოს სპირსი ისევ მარტო დარჩა, მისმა მესამე ქმარმა განქორწინება მოითხოვა და რაც არ უნდა მხიარულა მოეჩვენებინა თავი და სიტუაციასთან გამკლავება ეცადა, ცხადი იყო, რომ ბრიტნი სიძნელეებს დახმარების გარეშე ვერ მოერეოდა. Chateau Marmont-ის ბოლო სკანდალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მომღერლის საქმეები ცუდად მიდის.
3 მაისს ბრიტნი შატო მარმონში გვიან ღამით თავის ბოიფრენდ პოლ სოლიზთან ერთად მივიდა. რამდენიმე საათის შემდეგ, TMZ-ის ცნობით, სასტუმროში არეულობა დაიწყო და ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა. თვითმილველი ამბობდა, რომ ქალი, რომელიც ძალიან ჰგავდა ბრიტნის, ავიწროებდა და ემუქრებოდა სასტუმროს თანამშრომლებსა და სტუმრებს. სპირსმა თავის კომპანიონთან ჩხუბიც დაიწყო, რაც ფეხის დაზიანებით დასრულდა. ექიმებმა ვარსკვლავს ნახევრად შიშველს მიუსწრეს, რომელიც სასტუმროდან საბანში გახვეული გასული ნახეს. ეს კადრები მსოფლიოს ყველა ტაბლოიდში გამოჩნდა და მთლიანად გამოუთხარა ძირი ვარსკვლავის რეპუტაციას.
გარშემომყოფები ძალიან შეშფოთებულნი არიან ამ სიტუაციით და მათაც კი, ვისა ძალიან უხაროდა მამის მზრუნველობისგან გათავისუფლება, ახლა თვლიან, რომ ჯობია, მასზე კონტროლი აღდგეს.
ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ გამოთქვა შეშფოთება, რომ სპირსმა შესაძლოა ნარკოტიკების მოხმარებაც დაიწყო.
„მეზიზღება ამის თქმა, მაგრამ ყველაფერი ისე ხდება, რისიც გვეშინოდა“, - აღნიშნავენ მომღერლის გარემოცვაში მყოფი პირები.
ბევრი ამბობს, რომ ვარსკვლავის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე მის პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები ახდენს გავლენას.
„ის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩენილიყო. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომლებსაც ის ებრძვის, მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოითხოვს“, - ამბობენ მისი გარემოცვის წევრები.