მსახიობიგიორგი ყიფშიძემწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომელსაც თავის დროზე ხმა მისცა და დიდი ხნის განმავლობაში მათი მხარდამჭერი იყო. ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმედი გაუცრუა და მათ "წინამორბედს, "ნაციონალურ მოძრაობას" დაემსგავსა".
როგორც ვიდეომიმართვაში მსახიობი ამბობს, მას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს და ამ აზრების გამო მოსყიდულს ეძახის.
"შემოდიან ჩემს სოციალურ ქსელში და მეუბნებიან, მოგისყიდესო. რა გინდათ, გამჭედოთ? რაღაც მაინც იცოდეთ ჩემზე. რომ ვთქვა რა გამიკეთეს ("ქართულმა ოცნებამ")... ამას სხვა დროს ვიტყვი. ბინა მაჩუქა გუკა რჩეულიშვილმა, არანაირი მიშა, გრიშა და ივანიშვილი იქ არ ყოფილან. ამიტომ, ტროლები და ბოტებო, მე თქვენი აზრი არ მაინტერესებს. განაგრძეთ კითხვა