საბავშვო ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია ივლისში წარიმართება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს. ინფორმაცია რეგისტრაციის წესებისა და კონკრეტული თარიღების შესახებ რამდენიმე კვირით ადრე, მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ წელს თბილისში საზაფხულო ბაღებიც გაიხსნება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ივნისის შუა რიცხვებში წარიმართება. დეტალური ინფორმაცია ამ შემთხვევაშიც წინასწარ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩვენც გაგიზიარებთ.
თამარ იაკობაშვილი