ბავშვებისთვის თმის შეღებვა ბევრი მშობლისთვის კერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - რამდენა სანდო და უვნებელია ბავშვის თმაზე საღებავის ზემოქმედება.
ფერადი თმა ძლიან ბევრი ბავშვის ოცნებაა. მიუხედავად ამისა, მშობლები ზოგჯერ წინააღმდეგნი არიან, თავიანთი შვილების გარეგნობაში სიახლეები შეიტანონ, მაგრამ მკაცრი აკრძალვები, როგორც წესი, არაფერ კარგს არ იწვევს. მაშინაც კი, თუ ოდნავ შოკირებული ხართ ასეთი თხოვნით, არ იჩქაროთ უარის თქმა. ახსნა-განმარტების გარეშე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ბავშვი თავს უმწეოდ გრძნობს და უჩნდება განცდა, რომ მისი სურვილები მნიშვნელოვანი არ არის.
სურვილი, იყო გამორჩეული და უბრალოდ, სცადო ახალი გარეგნობა, აბსოლუტურად ნორმალურია ნებისმიერ ასაკში. და განსაკუთრებით ბავშვობაში, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ არ არის შეზღუდული ცრურწმენებით. ამიტომ უმჯობესია მშვიდად განიხილოთ, რა სურს ბავშვს და მზად არის თუ არა ახალ ვარცხნილობას შეეგუოს. ამ დროს ბავშვი იამაყებს არა მხოლოდ მისი ორიგინალური თმის ფერითა და ფორმით, არამედ მშობლებითაც, რომლებიც მის სურვილებს ისმენენ.
ნებისმიერი საღებავი გავლენას ახდენს თმის სტრუქტურაზე. მაგრამ კოსმეტიკური ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და დღეს არის ფორმულები ამიაკის და სხვა აგრესიული ნივთიერებების გარეშე. პირდაპირი მოქმედების პიგმენტები, რომლებიც გამოიყენება შეღებვისთვის, არ აზიანებენ არაფერს. ისინი რამდენიმე კვირაშიჩამოირეცხება და საშუალებას გაძლევთ ფერი მცირე ხნით შეიცვალოს - დღესასწაულზე ან არდადეგებზე.
ბავშვთა ვარცხნილობის ექსპერიმენტები მხოლოდ გამოცდილ სტილისტებს უნდა მიანდოთ. შეღებვამდე სპეციალის გაესაუბრეთ, ჰკითხეთ პროცედურისა და ტექნიკის შესახებ.
ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალი სტილისტები არასდროს უსვამენ საღებავს თმის ძირებში.
მხოლოდ სიგრძეა შეფერილი - ეს ტექნიკა იცავს თავს "ქიმიის" ეფექტისგან. ასევე არ გამოიყენება ძლიერი გამაუფერულებელი საშუალებები: ნაზი ფერები სავსებით საკმარისია თხელი კულულების გასაფერადებლად.
ნუ შეგეშინდებათ თმის შეღებვის სურვილზე „დიახ“ უპასუხოთ თქვენს შვილს, თუ ის ამაზე ოცნებობს. სწორედ ასეთი მომენტები გვაახლოვებს და გვხდის შვილების ნამდვილ მეგობრებად. სამომავლოდ სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, თქვენი შვილიპირველ რიგში თქვენ მოგმართავთ რჩევისთვის.
თმის საღებავების უმეტესობა ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენება მხოლოდ 16 წლის შემდეგ. ეს ეხება საღებავებს, რომლებიც თმის ღეროში აღწევენ და მთლიანად აფერადებენ თმას. დროებითი საღებავების შემთხვევაში, რომლებიც მხოლოდ თმის ზედაპირზე რჩება და მალე ჩამოირეცხება, სკოლის მოსწავლეებისთვისაც ნებადართულია.
გირჩევთ, შეამოწმოთ შემადგენლობა და დარწმუნდეთ, რომ საღებავის ყველა ნივთიერება დამტკიცებულია ბავშვების გამოყენებისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი: ხშირად კანის რეაქცია საღებავზე არ არის მყისიერი. ამიტომ, გააკეთეთ მგრძნობელობის ტესტი: წაუსვით პატარა საღებავი ბავშვის მაჯის შიდა მხარეს და დაელოდეთ 20-30 წუთს. თუ რეაქცია არ არის, შეგიძლიათ შეიღებოთ თმა.
თუმცა ხშირმა შეღებვამ არ უნდა გაგიტაცოთ. ბავშვების თმა უფრო თხელი და ფაქიზია, ვიდრე მოზრდილებში, ამიტომ შეღებვასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება უფრო სწრაფად წარმოიშვას.