თათია თექთურმანიძე მას მერე, რაც დედა გახდა და პატარა ელაიას ფოტოები გასაჯაროვა, გამომწერებს აქტიურად ესაუბრება საკუთარ გამოცდილებაზე - ორსულობაზე, მშობიარობაზე, მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე, მამის ჩართულობაზე და ა.შ.
თათიას თქმით, ელაია ბუნებრივ კვებაზეა, თუმცა არ ყოფნის და ამიტომ დამატებით ხელოვნურ საკვებსაც იღებსაც. ჯერჯერობით თათია მთლიანად ბავშვით არის მოცული და მთელ დროს მას უთმობს. ამბობს, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ ჰქონია, წონაში კი ჯანსაღი კვებით დაიკლო.
ასევე აღნიშნა, რომ ბავშვის მამა ძალიან არის ჩართული ელაიას მოვლაში და პატარაც მამას მეტად ეღუღუნება.






