26 წლის მულუვორკ ამბავი ეთიოპიიდანაა. ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ 16 წელია, არაფერი უჭამია და არც დაულევია. საზოგადოება ამ განცხადებამ შოკში ჩააგდო, რადგანაც გოგონა არც უენერგიობას უჩივის, არც ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს და არც დეჰიდრატაციის ნიშნები აღენიშნება.
მულუვორკი კონსულტაციას სხვადასხვა ქალაქისა და ქვეყნის ექიმებთან გადიოდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ გოგონას სხეულში საკვები და წყალი მართლაც დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა... გამოკვლევებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალს რაიმე პათოლოგია არ აწუხებს. ასევე, ის ფსიქიკურადაც ჯანმრთელია.
მულუვორკ ამბავი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება 10 წლის ასაკში მიიღო. სკოლისთვის რომ ემზადებოდა, მიხვდა, რომ საუზმის მიღება არ სურდა და საერთოდაც, გაუქრა წყურვილის და შიმშილის შეგრძნება. უკანასკნელი, რაც უჭამია, ოსპის კონსერვი იყო... მისი თქმით, მშობლებს ატყუებდა, რომ საკვები მიიღო. სინამდვილეში, არაფერს ჭამდა. შემდეგ კი კვება და წყლის დალევა მთლიანად შეწყვიტა. მულუვორკი აღნიშნავს - ის, რომ მას წყლისა და საკვების გარეშე ცხოვრება შეუძლია, ღმერთის საჩუქარია. ადგილობრივ ეკლესიაში დადის და ირწმუნება, რომ ღმერთმა მოინდომა ასე და ამიტომ არის ის ასეთი.
პარადოქსი ის არის, რომ მიუხედავად ამ უცნაურობისა, ქალმა მოახერხა, დედა გამხდარიყო. მან გოგონა გააჩინა. როგორც ცნობილია, ნაყოფის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ექიმები ახალგაზრდა ქალს გლუკოზის წვეთებს რეგულარულად აძლევდნენ. თავად მულუვორკი კი არაფერს ჭამდა... ქალი შვილს ძუძუთი ვერ კვებავდა, რადგანაც რძე არ ჰქონდა.
მულუვორკი ჩვეულებრივ ოჯახში ქალიშვილთან, დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს. ის რეგულარულად ამზადებს მათთვის საკვებს, თუმცა თავად არაფერს ჭამს.
ახალგაზრდა ქალმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. ბევრს არ სჯერა, რომ ის საკვებისა და წყლის გარეშე ცხოვრობს და ფიქრობენ, რომ ამბავს გოგონა პოპულარობის მიზნით იგონებს. თუმცა, მულუვორკი ყველა მსურველს საკუთარ სახლში ეპატიჟება და სთავაზობს, დააკვირდნენ, როგორია მისი ყოველდღიურობა...
მისი ამბით დაინტრიგებული ვიდეობლოგერი დრიუ ბინსკი მართლაც ესტუმრა და ეცადა მის ტყუილში გამოჭერს. თუმცა ბინსკი ამბობს, რომ ორი დღე და ღამე გაატარა მულუვორკის სახლში, აკვირდებოდა მას და უსვამდა შეკითხვებს, თუმცა ნამდვილად არ გაუკარებია მას საკვები ამ ორი დღის განმავლობაში.
ეგ კი არა, ეთიოპიის პრემიერ-მინისტრიც კი ესტუმრა მას სახლში, მერე კი არაბეთში და კიდევ ორ ქვეყანაში სამედიცინო შემოწმების გავლაში დაეხმარა.
მულუვორკის ამბავი ძალიან პოპულარულია და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ბევრს სჯერა კიდეც. თუმცა მართლაც წარმოუდგენელია, ადამიანმა სასმელ-საჭმელის გარეშე თუნდაც თვე გაძლოს, არათუ წლები.