გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და თიკა ფაცაცია საუბრობენ, როგორ უნდა გავრეცხოთ მარწყვი სწორად, რომ ის სრულად გავასუფთავოთ და დიდხანსაც შევინახოთ:
- მოსახლეობის დიდი ნაწილი მარწყვის გარეცხვისას ერთ შეცდომას უშვებს. გამდინარე წყლის ქვეშ ამყოფებენ ხოლმე, რადგან თვლიან, რომ ასე მარწყვი უფრო კარგად გაირეცხება და ჩამოშორდება მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება, მარწყვზე იყოს. თუმცა ეს მცდარი მიდგომაა. სწორედ ამ ჭავლის გამო, მარწყვის ძალიან სათუთი ზედაპირი ირღვევა და შესაბამისად, უფრო მარტივად ფუჭდება. ობს უფრო მარტივად იკიდებს, როცა მთლიანობა დარღვეულია. ამიტომ, გასწავლით ერთ ხერხს, რომლითაც შეიძლება, მარწყვი უფრო მარტივად გაირეცხოს, არ დაზიანდეს და თავისი სილამაზე და გემო შეინარჩუნოს. ამისათვის დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, წყალი, მაგრამ წყალთან ერთად დაგვჭირდება ძმარიც. 1 ჭიქა ძმარი და 3 ჭიქა წყალი ავიღოთ. მარწყვი საწურში მოვათავსოთ. საწური უფრო მოზრდილ კონტეინერში ჩავდგათ. დავასხათ წყალი და 1 ჭიქა ძმარი. სასურველია, საწური ისე კარგად მოთავსდეს ჯამში, რომ სითხით სრულად დაიფაროს. მარწყვს რამდენიმე წუთი ხსნარში დავაყოვნებთ, შემდეგ გადავავლებთ წყალს და თუკი დაუყოვნებლივ არ ვჭამთ, შეგვიძლია, სათითაოდ გადმოვაწყოთ ხელსახოცზე და გავამშრალოთ. შენახვისთვის აუცილებელია, რომ მარწყვი წყლისგან იყოს თავისუფალი. ეს მეთოდი მარწყვის გაყინვისთვისაც გამოგვადგება. გარეცხილი მარწყვი, რომელსაც გავაშრობთ და წყალს ჩამოვაცილებთ, მოზრდილ დაფაზე, რამდენიმე ნაწილად გავყოთ, ჭურჭელზე ცალ-ცალკე დავანაწევროთ, არ უნდა იყოს შეტყუპებული, რადგან გაყინვისას ერთმანეთს მიეყინება და საყინულეში შევდგათ. მას შემდეგ, რაც ნაწილ-ნაწილ გაიყინებიან, გამოვიღებთ, ერთ კონტეინერში ჩავყრით და ისევ შევინახავთ. ასე მარწყვი ყველა სასარგებლო თვისებას შეინარჩუნებს.
ექიმებმა ასევე ისაუბრეს, თუ რატომაა კენკრა სასარგებლო ადამიანების ორგანიზმისათვის: