23 მაისს "ყვავილოვანი" სავსე მთვარეა - რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და რა უნდა გააკეთოთ - მშობლები

23 მაისს "ყვავილოვანი" სავსე მთვარეა - რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და რა უნდა გააკეთოთ

2024-05-22 13:45:13+04:00

მაისის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. მშვილდოსნის ნიშანში სავსე მთვარე იქნება, რომელსაც "ყვავილოვან" სავსე მთვარესაც უწოდებენ და როგორც ასტროლოგები ამბობენ, მას ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სიახლეების გამოწვევა შეუძლია:

მაისის სავსე მთვარეს "ყვავილოვანს" იმიტომ უწოდებენ, რომ სწორედ ამ პერიოდში გარემოს ტემპერატურა მნიშვნელოვან იცვლება, თბება და მცენარეების უმეტესობა უკვე აყვავილებულია. აღსანიშნავია, რომ სავსე მთვარე ცეცხლის ნიშანში, მშვილდოსანში იქნება. მშვილდოსანი კი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, მოტივირებული, სიახლეებისა და ცვლილებებისაკენ მიდრეკილი ნიშანია. ამიტომაც, ითვლება, რომ თუკი ამ დღეს რაიმეს წამოიწყებთ, სიახლეებს დაგეგმავთ, ეს ნაბიჯი განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანთ.

23 მაისის სავსე მთვარის გავლენას ყველაზე მეტად მშვილდოსნის, კუროს, თევზებისა და სასწორის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ. ახლა შეგიძლიათ, თამამად გადადგათ ის ნაბიჯი, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ, მაგრამ გამბედაობა არ გყოფნით. დაიწყეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეები, რაიმეს შესწავლა, დაგეგმეთ მოგზაურობა, საყვარელ ადამიანს სიყვარულში გამოუტყდი, შეეჭიდეთ ყველაზე ამბიციურ გეგმებსაც კი. შესაბამისი ენერგია და მოტივაცია საშუალებას მოგცემთ, ყველაფერი იმაზე მარტივად გააკეთოთ, ვიდრე აქამდე გამოგდიოდათ. ასევე, დააკვირდით საყურადღებო ნიშნებს. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ, შეთავაზება მიიღოთ, რაც სამომავლოდ გამოგადგებათ.

2-1716371289.jpg

კარგი პერიოდი აქვთ ლომებს, თხის რქებს, მორიელებსა და ტყუპებს. შეგიძლიათ, თქვენც თამამად დაგეგმოთ ცვლილებები და გადადგათ ნაბიჯი საკუთარი ოცნებებისაკენ.

23 მაისის სავსე მთვარის დროს შედარებით ფრთხილად ვერძის, ქალწულის, კირჩხიბისა და მერწყულის ნიშნები უნდა იყვნენ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ სავსე მთვარემდე ერთი დღით ადრე, სავსე მთვარის დღესა და ერთი დღის შემდეგ მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. ამ პერიოდში ნებისმიერმა რადიკალურმა და იმპულსურმა ქმედებამ შესაძლოა, იმაზე მეტად დაგაზიანოთ, ვიდრე შეიძლება, წარმოიდგინოთ. ამიტომ, დრო მშვიდად გაატარეთ და მიმდინარე საქმეებსა და ვალდებულებებზე კონცენტრირდით.

რა არ უნდა გააკეთოთ 23 მაისის სავსე მთვარის დროს?

  • გაითვალისწინეთ, რომ სავსე მთვარეს ემოციური არასტაბილურობა ახასიათებს. შედეგად, შესაძლოა, მომატებული შფოთვა იგრძნოთ. არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციაში. დიდი შანსია, რომ ემოციებს ვერ გააკონტროლებთ და შესაძლოა, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს აწყენინოთ, ან რაიმე ისეთი გააკეთოთ, რისი გამოსწორებად შემდეგ გაგიჭირდებათ.
  • არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი და გააკონტროლეთ კვება.
  • მაქსიმალურად თავი აარიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენენ.

1-1716371302.jpg

რა უნდა გააკეთოთ 23 მაისის სავსე მთვარის დროს?

  • მშვილდოსნის ნიშანში სავსე მთვარე ძალიან დიდ გამბედაობასა და მოტივაციას განიჭებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ, როგორც პირადი, ასევე საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით.
  • გეძლევათ შანსი, თქვენი ცოდნა და უნარები სრულად გამოავლინოთ. ამიტომ, ახალ შეთავაზებებზე უარს ნუ იტყვით და ნურც პასუხისმგებლობების აღების შეგეშინდებათ. დიდი შანსია, თქვენი მონდომება, შრომისმოყვარეობა დააფასონ და კარიერულ საფეხურზე დაწინაურდეთ.
  • თუ დიდი ხანია, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისათვის გრძნობების გაზიარება გინდათ, მაგრამ აქამდე ვერ ბედავდით, ახლა ამისათვის შესანიშნავი დროა.