საიდუმლო წვეულებები კანში - ცნობილი მოდელები მილიარდერებს იახტებზე ართობენ - მშობლები

საიდუმლო წვეულებები კანში - ცნობილი მოდელები მილიარდერებს იახტებზე ართობენ

2024-05-24 08:13:53+04:00

კანის კინოფესტივალი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და პაპარაცებიც მთელი მსოფლიოდან ფრანგულ სანაპიროს მოედნენ. მით უმეტეს, რომ კანში წვეულებებს აწყობენ არა მხოლოდ ცნობილი ბრენდები, არამედ სამყაროს უმდიდრესი ადამიანებიც. თუმცა წვეულებები საიდუმლოა და რა ხდება იქ, ბოლომდე არავინ არ იცის.

კინოფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ფრანგული ქალაქში მსოფლიოს ცნობილი სახეები იკრიბებიან. მსახიობები და მოდელები, რეჟისორები და პროდიუსერები, ბლოგერები და ინფლუენსერები საუკეთესო, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრებს იკავებენ და დიზაინერულ კაბებს ირგებენ, რომლებითაც წითელ ხალიჩებზე უნდა გაშრიალდნენ.

728x485-1-21240e298faf3dac8a9dcc6af36561db5000x3334-0xxisk9clh-5546723824875082583-1716525302.jpg

ეს აქტივობა მხოლოდ კანში კი არ არის უშუალოდ, არამედ ქვიშიან სანაპიროზეც, სადაც ძვირად ღირებული იახტები ელოდებიან პატრონებს.

728x410-1-2b696e4773ccee081561c1d0f81ac0535000x2814-0xtekbhwwr-4848531115148151890-1716525266.jpg

728x486-1-35a83413edcf6fb48fa07955715c04c93020x2017-0xqv0gzd4k-1152116356460696931-1716525302.jpg

ვარსკვლავების გარდა მილიარდერებიც იკრიბებიან კანში ფესტივალის პერიოდში და იახტინგით ერთობიან. იახტინგი - ეს სახელწოდება ჰოლივუდში რა ხანია გამყარდა. ასე უწოდებენ ესკორტის ე.წ. განშტოებას, რომელიც უმდიდრეს მამაკაცებს სთავაზობს გართობას სანაპიროზე. როგორც წესი, მსგავს წვეულებებს გავლენიანი პოლიტიკოსები ან ბიზნესმენები აფინანსებენ, მთავარი გმირები კი ლამაზი გოგონები არიან, რომლებსაც ბორტზე "უკვეთავენ" იმისთვის, რომ გარემო გააცოცხლონ და მეტი "ფასი" შესძინონ.

ხშირად ამ შემთხვევაში საუბარია ელიტარულ ესკორტებზე. დადის ჭორები, რომ ფესტივალის დროს ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან კანში, რათა რამდენიმე დღეში იშოვონ იმდენი თანხა, რამდენსაც ჩვეულებრივ, რამდენიმე თვის მუშაობით იღებენ. გრძელფეხება ახალგაზრდა ლამაზმანის გარემოცვაში გატარებული ღამის ფასი 5 ათასი დოლარიდან იწყება და 40 ათას დოლარამდე ადის, მაგრამ იახტინგის ბევრი მოყვარულისთვის ამ ისტორიას საერთო არაფერი აქვს ერთი ღამის სექსთან. ყოველდღიურობით მობეზრებულ კაცებს რაღაც უფრო უჩვეულო სურთ – რამაც შეიძლება არა მხოლოდ მათი განწყობა, არამედ სტატუსიც აამაღლოს. და შემდეგ იახტებზე მოდიან არა მხოლოდ ლამაზი და უცნობი ქალბატონები, არამედ ვარსკვლავები, რომელთა სახელები მთელმა მსოფლიომ იცის.

ec3fd358-d74c-4a94-b48e-624e95c1d309-1716529705.jpg

ემილი რატაკოვსკი პირველი იყო, ვინც საჯაროდ გაამხილა, რომ მისი ბევრი მეგობარი იახტაზე ამ საქმიანობით იყო დაკავებული. 2021 წელს მან გამოსცა წიგნი „ჩემი სხეული“, რომელშიც გულწრფელად აღწერა თავისი ცხოვრების დეტალები სამოდელო კარიერის დასაწყისში. ვარსკვლავმა ასევე ისაუბრა იახტინგის გამოცდილების შესახებ და ასევე აღწერა, თუ როგორ გადაუხადა მალაიზიელმა მილიარდერმა მას 25 ათასი დოლარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე თანხლებისთვის. რატაკოვსკი ამ ისტორიის ინტიმურ დეტალებს არ ასაჯაროვებს. ცოტა მოგვიანებით კიმ კარდაშიანის სახელიც მსგავს სიუჟეტში გაჩნდა - დილით ის Ferrari-ით და 250 ათასი დოლარი ნაღდი ფულით გაისტუმრეს.

ab91367a-510b-4168-8390-610cb776bafc-1716529706.jpgd62295e1-cd2c-4da6-a703-bc3cc58e5d75-1716529706.jpg

ზოგიერთი ცნობით, ყოველი მესამე ცნობილი ადამიანი ეწეოდა იახტინგს, რათა პოპულარობა და ფული სწრაფად მოეხვეჭა, მათ შორის კენდალ ჯენერი, დები ჰადიდი, სელენა გომესი, ჰეილი ბიბერი, ნინა დობრევი და ირინა შეიკი. არიანა გრანდემ ერთხელ კონცერტიც კი გააუქმა, რათა მდიდრებთან ერთად იახტაზე წასულიყო. მომღერალმა უბრალოდ გაარკვია, რა მოუტანდა მას დიდ თანხას და არჩევანი ფულის სასარგებლოდ გააკეთა.

d80bcfad-9fb9-4fbb-a9ee-32176e7371f2-1716529706.jpgd6b2ba14-15ce-445b-9eb8-a20042b13065-1716529706.jpg

როგორც იახტინგში კარგად ჩახედული წყაროები ამბობენ, როდესაც საქმე მსოფლიო ვარსკვლავებს ეხება, საქმე ყოველთვის ინტიმურ ურთიერთობამდე არ მიდის. ხშირად მდიდარი მამაკაცები ცნობილ ადამიანებს საიდუმლო წვეულებებზე მხოლდ თავიანთი სტატუსის ასამაღლებლად იწვევენ. უსახელო ლამაზმანებთან ურთიერთობა ერთია, მაგრამ ნაომი კემპბელმა რომ საღამო გაგილამაზოს, სულ სხვაა. ცნობილ სახეებსაც აქვთ ტავიანთი ინტერესები: ისინი არა მხოლოდ დამატებითი ფულის გამომუშავებას, არამედ სასარგებლო კავშირების შეძენასაც ახერხებენ, მაგალითად, ჰოლივუდის ცნობილ პროდიუსერებთან, რომლებიც შემდეგ მათ კარიერის განვითარებაში დაეხმარებიან.

4712d9e1-eda0-44b5-8db0-e1d3c4a11dbb-1716529707.jpg

ვიღაც იახტინგის დახმარებით პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას ცდილობს: მეგან მარკლს ეს არაერთხელ გაიხსენეს. წერდნენ, რომ ის იახტებზე ისვენებდა მდიდარ მამაკაცებთან ერთად იმ იმედით, რომ ერთ დღეს სარფიანად გათხოვდებოდა და აღარასოდეს აღარაფერი დასჭირდებოდა. სხვათა შორის, თუ ცნობილი ადამიანი ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობას იწყებს, ჩვეულებრივ, ამ ტიპის დასვენებას თავს არიდებენ ხოლმე.

816dbb27-66df-45d9-8af6-2e62bba751b6-1716529775.jpg

იახტინგის აღზევება კანის კინოფესტივალზე ხდება და გოგონები, რომლებმაც მოახერხეს წითელ ხალიჩაზე გაბრწყინება, ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ აქ მოხვედრა რთული არ არის. უბრალოდ დაგჭირდებათ საწყისი კაპიტალი. საკონკურსო პროგრამიდან ფილმების პრემიერაზე ბილეთები დაახლოებით 10,5 ათასი დოლარი ღირს. რა თქმა უნდა, ხარჯების გაღება სამოსში, ვიზაჟისტისა და თმის სტილისტისთვისაც მოგიწევთ, მაგრამ თუ ბედმა გაგიღიმათ, ყველა ხარჯს აინაზღაურებთ. იახტაზე გატარებული ღამისთვის გოგონებს შეუძლიათ 40 ათას დოლარამდე გამოიმუშაონ, რაც მრავალი „სურვილის“ ასარულებლად ეყოფათ.

c53256f9-c0f8-4ce7-8907-fa0c8b2f51d1-1716529776.jpg

დიდი ხნის განმავლობაში იახტინგი კანთან ასოცირდებოდა, მაგრამ ახლა ამ ტიპის დასასვენებელი აქტივობა მსოფლიოს სხვა თვალწარმტაც კუთხეებშიც პოპულარული ხდება გავლენიან ადამიანებს შორის. მაგალითად, მონაკოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფორმულა 1-ის გრანპრი ტარდება და დუბაიში.

c43c529b-76db-458a-bd9c-f4600847c13f-1716529776.jpg

„ადამიანებს, რომლებსაც იახტებზე წვეულებები აქვთ, სტუმრებს შორის ცნობილი სახეები და ლამაზი გოგონები უნდათ. ეს ყველაფერი ღონისძიებას ეფექტს მატებს. ბევრი მოდელი და მომავალი მსახიობი ყველაფერს გააკეთებს მოსაწვევისთვის. ეს მოკლე გზით მისცემს წვდომას ძალაუფლებისა და გავლენის მქონე ადამიანებზე“, - აცხადებენ ანონიმური წყაროები.

26cb5897-2225-4b38-8a3f-17e70375f864-1716529776.jpg

ამ წვეულებებიდან ვარსკვლავები ასაჯაროვებენ და სოციალურ ქსელებში გვაჩვენებენ ხოლოდ იმას, რაც თავად სჭირდებათ, მაგრამ ბევრი რამ მხოლოდ პაპარაცების კადრებში რჩება - იახტინგის მოწმეები და მონაწილეები ამ ყველაფრის შესახებ დუმლს ამჯობინებენ.

3ac04bfe-d0ef-4e61-836e-3798b8e74bc5-1716529776.jpg