იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა და ის არა მხოლოდ მოცულობითაა გიგანტური, არამედ ადამიანებსა და მათ ყოველდღიურობაზე ყველაზე დიდი გავლენის მოხდენაც შეუძლია. ყოველწლიურად აღნიშნული პლანეტა ახალ ნიშანში გადადის და შესაბამისად, არჩეულ თანავარსკვლავედს დიდ წარმატებასა და იღბალს ჰპირდება. პირველად, 12 წლის შემდეგ, იუპიტერი 27 მაისს ტყუპების ნიშანში გადადის. ბოლოს აღნიშნული პლანეტა ტყუპების ნიშანში 2012 წლის 12 ივნისს იყო. თუ 12 წლის წინ თქვენს ცხოვრებაში რაიმე საინტერესო მოხდა, ახლა დიდი შანსია, რომ ორმაგად უფრო დიდი წარმატებით განმეორდეს.
ტყუპების თანავარსკვლავედი, როგორც წესი, მოგზაურობაზე, კომუნიკაციებზე, გაყიდვებზე, დოკუმენტებზე, კონტაქტებზე, ტრენინგზე და ახალი უნარების შეძენაზეა პასუხისმგებელი. იუპიტერი კი ზრდისა და გაფართოების პლანეტაა. ამიტომ, როდესაც ის ტყუპების ნიშანში გადადის, არნახულ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ყველა ის სფერო, რომელსაც ტყუპების თანავარსკვლავედი განაგებს, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და გამრავალფეროვნდეს.
სწორედ ამიტომაა, რომ აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, კონტაქტები გაამრავალფეროვნოთ, შეხვდეთ მათ, ვისაც დიდი ხანია ელოდებით. ყველა ხელშეკრულება, დოკუმენტი, ოფიციალური შეხვედრები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ამავდროულად, ფინანსურად დაწინაურების შანსი გექნებათ და შეძლებთ, თამამად დაგეგმოთ მოგზაურობა და გართობა. ახალი მეგობრები, ახალი საქმე თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენა მოახდენს.
გახსოვდეთ, რომ აღნიშნული მოვლენა 12 წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომაც, თუკი რაიმე სერიოზულ გეგმა გაქვთ, რომელიმე პროექტის განხორციელება გინდათ, ახალი უნარებისა და ჩვევევბის შესწავლაზე ფიქრობთ, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
აღნიშნული პერიოდი შესანიშნავია მათთვის, ვისაც კარიერული ზრდა სურს. თუ დიდი ხანია, თქვენთვის მნიშვნელოვან შეთავაზებას ელით, ახლა ამ შეთავაზების მიღება იმაზე რეალურია, ვიდრე აქამდე.
როგორც აღვნიშნეთ, 12 წლიანი ციკლის განმეორების გამო, შესაძლოა, ის მოვლენები, რომებიც თქვენს ცხოვრებაში 2012 წელს მოხდა, კვლავ განმეორდეს. ასტროლოგიაში იუპიტერი ზრდის, იღბლისა და სიბრძნის პლანეტაა. ამიტომაც, შესაძლოა, საკუთარ თავში ბევრი განსხვავებული უნარი და შესაძლებლობა აღმოაჩინოთ.
აღსანიშნავია, რომ პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში 2025 წლის 10 ივნისამდე დარჩება. ამიტომაც, ეს წელი გაძლევთ შესაძლებლობას, ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოთ და არაერთი სარგებელი მიიღოთ.