ზუგდიდის სოფელ კორცხელში შემზარავი მკვლელობა მოხდა. ქმარმა ცოლი სასტიკი წამებით მოკლა. მოკლული ქალი ფატი კუდავაა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 50 წლამდე ასაკის ქალბატონი და მის მკვლელობაში ბრალდებული 51 წლის მამაკაცია.
სოფელ კორცხელში მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ მომხდარის დეტალები არ იცის, რადგან ცოლ-ქმარი მათი სოფლის მაცხოვრებლები არ იყვნენ.
"მათ ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი ჰქონდა, კერძოდ თხილნარი, პერიოდულად მოდიოდნენ და ამუშავებდნენ. როგორც ირკვევა, გუშინ იქ მოხდა მკვლელობა. მეც ახლახან გავიგე და სხვა დეტალი ჩემთვის უცნობია",- მითხრა მერის წარმომადგენელმა.
ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა გვითხრა, რომ ქალი სასტიკადაა ნაწამები. მისი თქმით, ცოლ-ქმარი ზუგდიდში ცხოვრობდა და შემთხვევის ადგილზე მიწა ჰქონდათ.
"არ ვიცი რა უნდა ვთქვა, საშინელი ამბავი დატრიალდა. როგორ უნდა იცოცხლოს იმ სატანამ, რომელმაც ასე აწამა ცოლი. ფატი საშინელი წამებით ჰყავს მოკლული. ჩაქუჩით თავის ქალა ჩაუმტვრია და ძვლები დაულეწა, ისე მოკლა. განაგრძეთ კითხვა