ცოტა ხნის წინ ცნობილი სიამის ტყუპის ები და ბრიტანი ჰენსელების პირადი ცხოვრება მთელი სოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. ასეთი ინტერესი ერთ-ერთი ტყუპის ცალის, ები ჰენსელის და სამხედრო ძალების ვეტერანის, ჯოშ ბოულინგის ქორწინებამ გამოიწვია.
რა თქმა უნდა, სოციალური ქსელი მილოცვების გარდა უამრავი შეკითხვით გაივსო. ყველას აინტერესებდა, როგორ შეძლებდა წყვილი ოჯახურ ცხოვრებას, პირადი სივრცის შექმნას და ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებას, როცა დებს საერთო სხეული აქვთ.
თუმცა ჰენსელები ერთადერთი სიამის ტყუპი ნამდვილად არაა, ვინც პირადი ცხოვრებით და ოჯახური ბედნიერებით დატკბა. რა თქმა უნდა, ები და ბრიტანი თავიანთი ინტიმური ცხოვრების შესახებ კითხვებს პირდაპირ არ პასუხობენ, მაგრამ კლინიკური მედიცინისა და ბიოეთიკის პროფესორმა ალის დრეჯმა გარკვეული სიცხადე შეიტანა ზოგადად სიამის ტყუპის ცოლ-ქმრული ცხოვრების დეტალებში.
როგორც აღმოჩნდა, უხშირესად გოგონები მენჯის ქვემოთ არიან შერწყმულნი, შესაბამისად, წელს ქვემოთა ორგანოები საერთო აქვთ, საერთოა სხეულის ამ ნაწილის მგრძნობელობაც. ბუნებრივია ინტიმურ კავშირს ორივე გრძნობს, მაგრამ როგორც პროფესორი აღნიშნავს, გათხოვილი ქალი უფრო „მეტს იღებს“, რადგან თითოეულ ტყუპს განსხვავებული ტვინი აქვს და მეორე ცდილობს ინტიმური ურთიერთობის მომენტში ყურადღება გადაიტანოს. მისივე თქმით, სიამის ტყუპის გონება განსხვავებულად მუშაობს, რადგან ისინი ბავშვობიდანვე მიჩვეულნი არიან ერთმანეთისგან გონების საშუალებით გათიშვას.
აბიგაილ ჰენსელმაც მიანიშნა, რომ მათ წლების განმავლობაში ისწავლეს ერთმანეთის პირადი ცხოვრების პატივისცემა, აცნობიერებენ, რომ თითოეული ცალკე ადამიანია.
დაქორწინებული ტყუპის ცალის თქმით, როდესაც იგი მეუღლესთან ურთიერთობს, მისი და თავის აბსტრაგირებას და ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ახერხებს. სწორედ ეს არის სიამის ტყუპების არსებობის საფუძველი.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ყველა სიამის ტყუპი ბავშვობიდანვე ადგენს წესების საკუთარ კოდექსს და მის მიხედვით ცხოვრობენ, სწავლობენ, არ ჩაერიონ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში.
მაგალითად, გამოიყენონ ძილის ნიღაბი და ყურსასმენები, რომლებშიც მუსიკა ხმამაღლა უკრავს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კონფიდენციალურობის განცდის შექმნას.
იგივე არაერთ სიამის ტყუპს გამოუცდია, მათ შორის ბრიტანელ დებს დეიზი და ვიოლეტ ჰილტონებს. ამ შემთხვევაში თითოეულს თავისი სხეული ჰქონდა და გაერთიანების წერტილი თეძოები იყო. გოგონებს არასოდეს შეუწყვეტიათ თაყვანისმცემლების მიღება და საძინებლის სპეციალური დიზაინიც კი მოიფიქრეს, რომ ხელი არ შეშლოდათ თაყვანისმცემლებთან კონფიდენციალურობის შენარჩუნებაში. სანამ ერთი პარტნიორთან ერთად იყო, მეორეს შეეძლო კედლის მიღმა სხვა რამით ყოფილიყო დაკავებული.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ამ პრობლემის მოგვარება ისწავლეს ამერიკელმა დებმა ლუპიტა და კარმენ ანდრადებმა. გოგონები 2001 წელს დაიბადნენ, მათ საერთო ღვიძლი, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული სისტემა აქვთ.
კარმენმა ცოტა ხნის წინ გაიცნო ბიჭი და ლუპიტა ძალიან ბედნიერია დის გამო. ქორწილიც ახლოსაა. როცა კარმენი საყვარელ მამაკაცთან რჩება, ლუპიტა ცდილობს ადრე დაიძინოს. გოგონა თავად არ ოცნებობს რომანტიკულ ურთიერთობაზე, ამბობს, რომ ამის საჭიროებას ვერ გრძნობს.
სიამის ტყუპები, რომლებმაც არა მხოლოდ ქორწინება შეინარჩუნეს, არამედ შთამომავლობაც იყოლიეს, ენგი და ჩანგ ბანკერები იყვნენ. ისინი 1811 წელს დაიბადნენ.
ტყუპი გულმკერდის არეში იყო შერწყმული, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჯერ წარმატებით გამოსულიყვნენ ცირკში, შემდეგ კი აშშ-ში ფერმა ეყიდათ. იქ ტყუპი დაქორწინდა დებ ადელაიდა და სარა ენ აიტებზე. ჩანგს 10 შვილი შეეძინა, ენგს 11 და არცერთ მათგანს არ გამოჰყოლია მამის პათოლოგია.
ძმებმა ინტიმური საკითხი ასე გადაჭრეს: იყიდეს ორი სახლი, სადაც მათი ცოლები ცხოვრობდნენ. ბანკერები ერთი კვირა ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მეორე კვირას მეორეში ატარებდნენ.
62 წლის ასაკში ჩანგი პნევმონიით დაავადდა და მოულოდნელად გარდაიცვალა, ენგი კი რამდენიმე საათის შემდეგ, მიუედავად იმისა, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო.
დები როზა და ჟოზეფა ბლაჟეკები არ დაქორწინებულან, თუმცა შვილი ეყოლათ. როზამ განაცხადა, რომ ერთადერთხელ ჰქონდა მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობა. მან სრულიად ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა. ბიჭუნაც ფრანცი დაარქვეს, როგორც თავად თქვეს, მამის საპატივსაცემოდ. ორივე დას ჰქონდა რძე და თავისუფლად შეეძლოთ მორიგეობით გამოეკვებათ ბავშვი. სამი წლის შემდეგ სცენაზე დაბრუნდნენ სპექტაკლით "ერთი ვაჟის ორი დედა". პატარა ფრანცი კი შოუს მესამე მონაწილე გახდა.
ჟოზეფასაც ჰყავდა თაყვანისმცემელი. დების ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, ქორწინება გამორიცხული იყო.
როზა მთელი დარჩენილი ცხოვრება ამბობდა, რომ გვარად დვორაკი იყო, რადგან მისი ქმარიც ამ გვარს ატარებდა და ის 1917 წელს ომში დაიღუპა.
რაც შეეხება ჟოზეფას, კავშირი თაყვანისმცემელ მამაკაცთან ვერ შედგა, რადგან ის მოულოდნელად გარდაიცვალა.
დები 44 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. მათ გრიპი შეყარათ. თავიდან ჟოზეფა ჩავარდა კომაში და გარდაიცვალა. ამის შემდეგ როზამ მხოლოდ 12 წუთი იცოცხლა. გაკვეთის შემდეგ დადასტურდა, რომ დების განცალკევება შეუძლებელი იქნებოდა. ასევე ისიც, რომ ფრანცი ფიზიოლოგიურად მართლაც როზას შვილი იყო. რომელიც 12 წლის დაობლდა და მისი ბედი უცნობი დარჩა.