აშშ-ში დედა 88 ათასი დოლარით დააჯარიმეს, რადგან მისი შვილები სანაპიროზე მოლუსკებს აგროვებდნენ, როგორც NDTV წერს, პოლიციამ განმარტა, რომ სანაპიროზე მოლუსკების შესაგროვებლად სპეციალური ლიცენზიაა საჭირო.
მედიის ცნობით, კალიფორნიიდან შარლოტა რასმა შვილები სანაპიროზე წაიყვანა და სანამ ბავშვები ქვიშაში თანამშობდნენ, თავად ისვენებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალს პოლიციის თანამშრომელი მიუახლოვდა და შეატყობინა, რომ მისი შვილები მოლუსკებს სპეციალური ლიცენზიის გარეშე აგროვებდნენ და 88 ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმა დაუწერეს.
თევზისა და ველური ბუნების დეპარტამენტის ლეიტენანტმა მეთიუ გილმა განმარტა, თუ რატომ დააჯარიმეს ახალგაზრდა დედა.
„ამ წესების მიზეზი არის ის, რომ მოლუსკები საკმარისად გაიზარდონ, რათა ყოველწლიურად ქვირითი და შთამომავლობა დატოვონ“, - აღნიშნა ოფიცერმა.