უთვალავი საგანმანათლებლო სათამაშოსა და აპლიკაციების გარდა, უფრო მარტივი და იაფი გზებიც არსებობს, რათა ბავშვს წარმოსახვა განუვითაროთ.
ცნობილია, რომ კითხვა ტვინის განვითარებას ასტიმულირებს. სანამ ბავშვი ჯერ არ ვერ კითხულობს, ნახატებით გაფორმებული წიგნების თვალიერება შესანიშნავი საშუალებაა მისი ფანტაზიისთვის ბიძგის მისაცემად. როდესაც წამოიზრდება, შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოკლე მოთხრობები და ჰკითხეთ, რა რა შთაბეჭდილებები და ემოციები გამოიწვია მასში.
როდესაც კითხვას დამოუკიდებლად ისწავლის, უფროსი მაინც გვერდით უნდა ჰყავდეს, რათა შთააგონოს და მხარი დაუჭიროს ბავშვს. ამით ბავშვს რეგულარულად კითხვის სურვილი ჩვევად ჩამოუყალიბდება.
შეგიძლიათ დაიწყოთ ტრადიციულად: „ერთხელ... ან იყო ერთი...“ და ნება მიეცით თქვენს შვილს გააგრძელოს. შედეგად, თქვენ ორნი ადვილად შექმნით საკუთარ ზღაპრულ სამყაროს. თუმცა ღამით, ძილის წინ ამით ნუ დაკავდებით, რადგან ბავშვი შეიძლება სრულიად გამოფხიზლდეს და ვეღარ დაიძინოს.
ჰკითხეთ ბავშვებს, რა მოხდა დღის განმავლობაში, ყურადღებით მოუსმინეთ, დაუსვით კითხვები - ერთი სიტყვით, გამოიჩინეთ თქვენი ინტერესი. აუცილებლად ჰკითხეთ, რას გრძნობდა ბავშვი იმ სიტუაციის დროს, რომელზეც საუბრობს, განიხილეთ რა გააკეთა და რა შეეძლო გაეკეთებინა. მიეცით რჩევა, მაგრამ ეს დაჟინებული მოითხვნა არ უნდა იყოს.
ზოგს ხატვის, ძერწვის, მუსიკის გენეტიკური ნიჭი აქვს, ზოგს არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაც უფრო ადრე მისცემთ შვილს თავისუფლად შექმნის შესაძლებლობას, მით უფრო დიდია ნიჭის განვითარების შანსი. უბრალოდ მიეცით თქვენს შვილს ფანქრები და ფურცელი და არ მისცეთ მითითება: მიეცით საშუალება, რომ შემოქმედებითი პროცესი თავისით მოხდეს. თუ ხელოვნებისკენ მიდრეკილება აქვს ბავშვს, თქვენი ერთადერთი ამოცანაა დარწმუნდეთ, რომ მას ყოველთვის აქვს საკმარისი ფანქრები, მარკერები, საღებავები და პლასტილინი.
ბავშვებს უყვართ მოსმენა, როცა მშობლები რაღაცას უყვებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდხანს ვერ ახერხებენ ერთ რამეზე კონცენტრირებას, სანამ გისმენენ, თქვენ მათი ყურადღების ას პროცენტს ფლობთ. ამიტომ, მოუყევით, მაგალითად, რამდენიმე ამბავი, რომლებიც პატარაობისას გადაგხდათ, უამბეთ ოჯახური ისტორიის ეპიზოდები. ჩვეულებად აქციეთ - მაგალითად, მოკლე, სამიდან ხუთ წუთიანი ამბავი საბავშვო ბაღის ან სკოლისკენ მიმავალ გზაზე.
ქალაქის პარკში გასეირნებაც კი შეიძლება საოცარი თავგადასავალი იყოს, რომელიც ბავშვისთვის ახალ სამყაროს ხსნის. შეგიძლიათ მისი ყურადღება ჭიანჭველებზე მიაპყროთ, რომლებიც თავიანთ საქმზე მიიჩქარიან, დააკვირდეთ ხოჭოებს, ფრინველებს - ზოგადად, ყველაფერს, რასაც გზაში შეხვდებათ.