"ურეკში საფეხბურთო შეკრება გვქონდა და უსახსრობის გამო ვერ მივდიოდი. ბევრი ვიტირე, გამოვიგლოვე, რომ ვერ წავიდოდი... მთელი გუნდი ჩემთან მოვიდა და მითხრეს, რომ ჩემ გარეშე არ წავიდოდნენ" - ნიკა კვეკვესკირი ემოციურ ამბავს იხსენებს - მშობლები

"ურეკში საფეხბურთო შეკრება გვქონდა და უსახსრობის გამო ვერ მივდიოდი. ბევრი ვიტირე, გამოვიგლოვე, რომ ვერ წავიდოდი... მთელი გუნდი ჩემთან მოვიდა და მითხრეს, რომ ჩემ გარეშე არ წავიდოდნენ" - ნიკა კვეკვესკირი ემოციურ ამბავს იხსენებს

2024-05-28 13:04:50+04:00

ქართველი ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" ბავშვობიდან ემოციურ მონაკვეთს იხსენებს და საუბრობს, როგორ ვერ მიდიოდა საფეხბურთო შეკრებაზე უსახსრობის გამო:

- სტატუსი გამოქვეყნდა, რომელიც ჩემი ბავშვობის ერთ მონაკვეთს ეხებოდა, სადაც უდიდესი ნაწილი სიმართლე იყო. თუმცა, ერთ მონაკვეთში იყო, თითქოს, უსახსრობის გამო, მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე არ წამიყვანა. რეალურად, ეს ისტორია სხვანაირად იყო. თუ ტკივილზე ვყვებით, ესეც ბავშვური ტკივილია - სადაც ყველაზე მეტად გინდა იყო, იქ რომ ვერ მიდიხარ. ურეკში საფეხბურთო შეკრება იყო, სადაც უსახსრობის გამო ვერ მივდიოდი. მაშინ ჩვენი გუნდი მშობლების მიერ ფინანსდებოდა იმიტომ, რომ კერძო სექტორიდან, ან ხელისუფლების მხრიდან დაფინანსება არ იყო. უსახსრობის გამო ვერ მივდიოდი. მაგრამ ვიცოდი. მშობლებს არ დაუმალავთ. ბევრი ვიტირე, გამოვიგლოვე, რომ ვერ წავიდოდი. დღესაც მახსოვს, კომპიუტერზე ვთამაშობდი რაღაცას. მთელი გუნდი ავტობუსით ჩემთან მოვიდა. მწვრთნელმა ფეხბურთელებს უთხრა, მე ნიკას გარეშე ამ შეკრებაზე არ წავალო. ყველა დაეთანხმა. მთელი გუნდი მოვიდა და მითხრეს, რომ ჩემ გარეშე არ წავიდოდნენ. ჩალაგებული არაფერი მქონდა. სასწრაფოდ ჩავალაგე და ეს უდიდესი ტკივილი წამებში დიდ სიხარულად გადაიქცა.