როდიდან შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აბიტურიენტები და ივლის თუ არა სპეციალური ტრანსპორტი საგამოცდო ცენტრებამდე - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - მშობლები

როდიდან შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აბიტურიენტები და ივლის თუ არა სპეციალური ტრანსპორტი საგამოცდო ცენტრებამდე - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

2024-05-30 12:32:41+04:00

აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამოჭედვას, სადაც მათი საგამოცდო ცენტრისა და განრიგის შესახებაა ინფორმაცია დატანილი, ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრამდე სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტიც ივლის.

"დაახლოებით, 10 ივნისის შემდეგ საგამოცდო ცენტრებისა და კონკრეტული მარშრუტების შესახებ ჩვენს ვებგვერდზე ვრცელი ინფორმაცია გამოქვეყნდება." - გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის47 000-ზე მეტი აბიტურიენტიდარეგისტრირდა.

ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას - როგორია ჩაჭრილთა და ზღვარგადალახულთა სტატისტიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში
როგორი იქნება წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები და რა უნდა გაითვალისწინოთ მეცადინეობის დროს, რომ გამოცდებზე კარგი შედეგი დააფიქსიროთ - საჭირო რჩევები აბიტურიენტებს
ასეთი ნაწერი არ გასწორდება - უცხოურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის საჭირო რეკომენდაციები
ისტორიის ტესტში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა სავალდებულო არ არის. უნდა იცოდეთ, ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა რომელი საუკუნის რომელ მონაკვეთში მოხდა - რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ისტორიის გამოცდაზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დადებითი შეფასების მისაღებად

თამარ იაკობაშვილი