ვინაიდან ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი მათი განქორწინების შესახებ ჭორებს არ ადასტურებენ და არანაირ კომენტარს არ აკეთებენ, გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ წყვილის გარემოცვიდან ანონიმური წყაროების ინფორმაციას დაეყრდნონ. პირველი, რაც ახლა გულშემატკივრებს აინტერესებს, უთანხმოების მიზეზია. ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად, წყვილი უბრალოდ ზედმეტად თავისებურია - პაპარაცებმა არაერთხელ გამოიჭირეს ცოლოიც და ქმარიც უკმაყოფილო სახით. მაგრამ US Weekly-ის ერთ-ერთმა ინსაიდერმა განაცხადა, რომ საქმე სხვაგვარადაა: ჯენსა და ბენს შორის კონფლიქტი შეიძლება იმის გამო გაჩნდა, რომ ისინი წარმატებითა და შემოსავლით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.
მომღერალი ახლა, მოგეხსენებათ, აქტიურად ემზადება ტურისთვის, რომელიც დიდი ხნის დაგეგმილი ჰქონდა. ის მთელ დროს რეპეტიციებსა და ვარჯიშს უთმობდა და თითქმის არასდროს იყო სახლში. წყაროს ცნობით, ბენი ვერ ეგუება ცოლის ცხოვრების წესს. თუმცა, კიდევ ერთმა ინსაიდერმა დაამატა, რომ ბენსაც "რთული კარიერა", აქვს, რომელიც მოითხოვს დიდ დროს, ძალისხმევას და საქმიან მოგზაურობას. ბოლო დროს ვარსკვლავები ბევრს მოგზაურობდნენ - ამიტომ მათ შორის უფსკრული გაჩნდა.
თუმცა, თუ ბენს შეუძლია უარი თქვას ძვირად ღირებულ პროექტებზე, ჯეილო კი ასეთ პროექტებს ყოველთვის პრიორიტეტად აყენებს. მომღერლის ქონება 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ბენს კი მხოლოდ 150 მიაწერენ. "ეს განსხვავება დიდი ხანია დაბრკოლებაა ვარსკვლავების ურთიერთობაში. წყვილს არაერთხელ ჰქონდა კონფლიქტი ფინანსებთან დაკავშირებით და დროთა განმავლობაში ისინი უბრალოდ დაიღალნენ ჩხუბით. აფლეკი საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნებაა, ლოპესს კი ღია და საჯარო ურთიერთობები ურჩევნია," - აღნიშნავს ინსაიდერი,
თუმცა, ვარსკვლავების ახლობლები თვლიან, რომ მეუღლეები ურთიერთობის კრიზისს გადაურჩებიან. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, თავად ვარსკვლავებსაც ამის იმედი აქვთ. აბა, სხვაგვარად რით აიხსნება ის ფაქტი, რომ პაპარაცები პერიოდულად კვლავ ხედავენ მათ ერთად?