წყლის ფილტრაციის თანამედროვე ტექნოლოგიების ქართული ბრენდი „კამკამა“, ჯანსაღ წყალზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის, ახალ კამპანიას ახორციელებს.
კამპანიის „წყალი უნდა იყოს კამკამა“, მიზანია, საზოგადოების წევრებს გადავცეთ კომპეტენტური ცოდნა, რათა ჰქონდეთ საშუალება გააუმჯობესონ თანამშრომლების, ოჯახის წევრების და საკუთარი კეთილდღეობა. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მუდმივად გაქვს წვდომა სუფთა წყლის წყაროსთან!
კამპანია ითვალისწინებს, როგორც საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფას, ასევე პერმანენტულ საქველმოქმედო ღონისძიებებს ჯანსაღი წყლის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად.
კამპანიის ფარგლებში, „კამკამას“ გუნდი საქველმოქმედო ფონდის „მომავლის გზის“ დღის ცენტრს ესტუმრა და ბენეფიციარებს ბავშვთა დაცვის დღეს მიულოცა. ინდივიდუალურ საჩუქრებთან ერთად, ბავშვების ჯანსაღი სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის, ცენტრში „კამკამას“ მრავალსაფეხურიანი წყლის ფილტრი დამონტაჟდა. ბავშვები დასაჩუქრდნენ ასევე, BPA FREE სასმელი წყლის ბოთლებით, რათა ყოველთვის თან ატარონ გაფილტრული წყალი- ხელი შეუწყონ საკუთარ ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას უსაფრთხო ჰიდრატაციით.
„ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავი ქველმოქმედება მხოლოდ დასაწყისია ჩვენი გრძელვადიანი გეგმის, რომლის მთავარი ამოცანაა წყლის რესურსის გაფრთხილებასთან ერთად იმის გაცნობიერება, რომ ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის წყალი უნდა იყოს კამკამა!“ - აცხადებენ ბრენდის წარმომადგენლები.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც საზოგადოებისთვისა და ბიზნესისთვის ორმხრივად სასარგებლო, მდგრადი მოქმედება, საქართველოში ჯერ კიდევ ახალი მიმართულებაა. ამიტომაც, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ღონისძიების პოპულარიზაცია „კამკამას“ მხრიდან, ემსახურება სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითის, როგორც ინსპირაციის წყაროს გაზიარებას ბიზნეს სექტორისათვის.
R