ჯენიფერ ლოპესსა და ბენ აფლეკთს შორის განხეთქილების შესახებ ჭორები დიდი ხანია ვრცელდება.
შესაძლო განქორწინების შესახებ საუბრობს ყველა – თაყვანისმცემლებიდან დაწყებული წყვილის ახლობლებით დამთავრებული. ზოგი დარწმუნებულია, რომ წყვილი ყველაფერს აკეთებს ურთიერთობების დასალაგებლად, ზოგიც კატეგორიულად აცხადებს, რომ დაშორება გარდაუვალია, რადგან შეყვარებულები სრულიად განსხვავებულები არიან და საერთო ენას ვერ პოულობენ.
ცნობილია, რომ ჯენიფერი რთულ პერიოდს გადის - საკონცერტო ტურნეს ბილეთები, რომლისთვისაც მომღერალი მრავალი თვე ემზადებოდა, ისე ვერ გაიყიდა, როგორც მოელოდა და ზოგიერთ ქალაქში კონცერტის გაუქმებაც გახდა საჭირო. ამბობენ, რომ ჯეილომ ამის გამო უზარმაზარი სტრესი განიცადა, რამაც წყვილის ისედაც დაძაბულ ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
ახლა გაირკვა, რომ ჯენიფერ ლოპესმა რთული გადაწყვეტილება მიიღო და მომავალი ზაფხულის "This Is Me... Live" ტურს აუქმებს, რათა მეტი დრო ოჯახს დაუთმოს.ამის შესახებ მომღერალი ოფიციალურ ვებგვერდზე წერს.
„ძალიან ვდარდობ და განადგურებული ვარ, რომ იმედი გაგიცრუეთ. გთხოვთ, იცოდეთ, რომ ამას არასდროს გავაკეთებდი, რომ არ ვგრძნობდე, რომ ეს ძალიან საჭიროა. გპირდებით, რომ გამოვასწორებ ამას და ყველანი ისევ ერთად ვიქნებით. ყველანი მიყვარხართ“ - წერს 54 წლის ლოპესი.
თავდაპირველად ტური ივნისიდან აგვისტომდე იგეგმებოდა ლოპესის ბოლო სტუდიური ალბომის, This Is Me...Now-ის მხარდასაჭერად, რომელიც თებერვალში გამოვიდა. თუმცა, ლოპესი იძულებული გახდა გაეუქმებინა კონცერტები ოჯახში ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ამ განცხადებას მაშინვე მოჰყვა სტატიების სერია ლოპესის და მისი მეუღლის ბენ აფლეკის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. ამბობენ, რომ მომღერალი ზედმეტად დაკავებული იყო ბოლო თვეების განმავლობაში, ემზადებოდა ახლა ტურნესა და ალბომის პრომოუშენისთვის, სანამ აფლეკი Payback 2-ის გადაღებებში მონაწილებდა. ცნობილია, რომ წყვილმა ურთიერთობა აღადგინა ნიშნობის შეწყვეტიდან 20 წლის შემდეგ და 2022 წელს დაქორწინდნენ.
ტურის გაუქმების გამო იმედგაცრუების მიუხედავად, ლოპესის თაყვანისმცემლებს ესმით და მხარს უჭერდნენ მის გადაწყვეტილებას.
ტურიდან შესვენების დროს ლოპესი გააგრძელებს Netflix-ის ფილმის "ატლასის" პოპულარიზაციას, რომელშიც მან ითამაშა.