ჯვრისწერა ცხრაჯვარზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - გაიცანით წყვილი, რომელთა ფოტოები ინტერნეტს იპყრობს - მშობლები

ჯვრისწერა ცხრაჯვარზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - გაიცანით წყვილი, რომელთა ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

2024-06-05 23:00:08+04:00

ორი დღეა სოციალურ ქსელი მოიცვა ცხრაჯვრის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავზე გადაღებულმა ფოტოებმა, სადაც ჩანს, რომ ზღვის დონიდან 1500 მეტრზე წყვილი ჯვარს იწერს.

  • ნეფე-პატარძალი თიკო ყოჩიაშვილი და თორნიკე ლომთაძე არიან. ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს და 9 წლის შემდეგ. იმერეთში, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე ჯვარი დაიწერეს. თიკომ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში იმ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა.

არ იცის, რამდენიმე წლის შემდეგ მათი სურათები თავიდან ვინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. როგორც გვიყვება, წლების წინაც, მათ ჯვრისწერას მედიის მხრიდან დაინტერესება მოჰყვა...

- თიკო, ორი დღეა სოციალურ ქსელში თქვენი ქორწილის ფოტოები ისევ თავიდან გაზიარდა და ყველას აინტერესებს ვინ არიან წყვილი, რომელმაც არც ისე მარტივი გზა გაიარა, რომ ჯვარი დაეწერათ.

- მიხარია, რომ ამ საოცარი დღის ამსახველმა კადრებმა კიდევ ერთხელ გამოიწვია სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი. ქორწილი რამდენიმე წლის წინ გვქონდა, ივლისის თვეში. მაშინ, როდესაც წესით ძალიან კარგი ამინდი უნდა ყოფილიყო და ულამაზესი ხედები გადაშლილიყო ცხრაჯვრიდან. თუმცა, ფოტოებზეც ხედავთ როგორი ნისლი დაგვხვდა. ჩვენ ქორწილის დღეს, ჯვრის დასაწერად თბილისიდან ჩავედით. განაგრძეთ კითხვა