გერმანელი სუპერმოდელი კლაუდია შიფერი ლეგენდაა მოდის სამყაროში. ნაომი კემპბელისა და სინდი კროუფორდის თაობის ულამაზეს კლაუდიას მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავდა.
ამჯერად მისმა 19 წლის ქალიშვილმა კლემენტინა დე ვერ დრამონდმა მიიქცია ყურადღება. მართალია, ის შორს არის იმ იდეალისგან, როგორიც კლაუდია იყო, თუმცა კლემენტინაც აქტიურად ცდილობს მოდის სამყაროში გამოჩენას.
ამჯერად დიორის ჩვენებაზე გამოჩნდა შოტლანდიაში. პირველად წარდგა ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებაზე დედის გარეშე.
გოგონას მამა ბრიტანელი არისტოკრატი მეთიუ ვონია, რომლის ნამდვილი გვარი დე ვერ დრამონდია. მეთიუს მამა მეფე გეორგ მეოთხის ნათლული იყო. წყვილი 2002 წლიდან არის დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს - ვაჟი კასპარი და ქალიშვილები კლემენტინა და კოზიმა.