ეს ტესტი თქვენს ზოგად განათლებას, სხვადასხვა სფეროდან და მიმართულებიდან ცოდნას შეამოწმებს და გაჩვენებთ, რამდენად კარგად იცით ისეთი საკითხები, რომლებზეც ბევრ ადამიანს სწორი პასუხი არ აქვს:
1. რას უწოდებენ ქორწინების 50 წლის იუბილეს?
- ვერცხლის ქორწილს
- ოქროს ქორწილს
- ბრილიანტის ქორწილს
2. ჩამოთვლილთაგან, რომელი ფრინველი არსებობს რეალურად?
- წყლის ბუღა
- ტბის ღორი
- მდინარის ვირგლა
3. პოპულარულ ენაზე, რა ფერის აქვს კობალტისფერს?
- ნაცრისფერი
- ლურჯი ტონები
- მუქი ვარდისფერი
4. ნაკლებად ცნობილი, გაუგებარი სიტყვა ან მეტყველება არის...
- ასტრონიმი
- აგნონიმი
- ტოპონიმი
5. სპორტის რომელ სახეობაში ტარდება დიდი სლემის ტურნირები?
- ფეხბურთში
- ძიუდოში
- ჩოგბურთში
6. როგორ ითარგმნება ლათინურიდან ფრაზა "Memento mori"?
- "ჭეშმარიტება ღვინოშია"
- "გახსოვდეს სიკვდილი"
- "დადგება კარგი მომენტი"
7. ამ მცენარის ნაყოფს მარმელადის ნაყოფს უწოდებენ, რადგან მისი რბილობი გარეგნულადაც და გემოთიც ძალიან ჰგავს მარმელადს. რომელი მცენარე იგულისხმება?
- კარამბოლა
- მანგოსტინი
- პუტერია
8. რომელი დაავადების გამომწვევი მიზეზი აღმოაჩინა რობერტ კოხმა?
- შიდსის
- ტუბერკულოზის
- სიმსივნის
9. რომელ მხედართმთავარს ეკუთვნის შემდეგი ფრაზა: "მივედი, ვნახე, გავიმარჯვე" (Veni, vidi, vici)
- იულიუს კეისარს
- ალექსანდრე მაკედონელს
- ოქტავიანე ავგუსტუსს
10. რას აღნიშნავს ტერმინი "ცუნდოკუ"?
- წიგნების შემგროვებელს, რომელიც ყიდულობს მათ, მაგრამ არ კითხულობს
- იაპონური ტიპის კროსვორდს
- სამურაის ხმალს
სწორი პასუხები:
- ოქროს ქორწილს
- წყლის ბუღა ფრინველია ყანჩისებრთა ოჯახიდან.
- ლურჯი ტონები
- აგნონიმი არის ენის ლექსიკური ან ფრაზეოლოგიური ერთეული, რომელიც უცნობი, გაუგებარია ერთი ან ბევრი მოსაუბრისთვის.
- ჩოგბურთში
- "გახსოვდეს სიკვდილი"
- პუტერია
- რობერტ კოხი იყო ცნობილი გერმანელი მეცნიერი, რომელმაც ტუბერკულოზის ბაცილები, ის მიკროორგანიზმები აღმოაჩინა, რომლებიც სერიოზული დაავადების პროვოცირებას ახდენენ.
- ფრაზა ეკუთვნის იულიუს კეისარს. წყაროების თანახმად, მან აღნიშნული სიტყვები გამოიყენა რომის სენატში ძვ. წ. 47 წელს, მას შემდეგ, რაც ფარნაკე II-ის წინააღმდეგ გამართულ ზელასთან ბრძოლაში გაიმარჯვა. ფრაზა დღემდე ძალიან პოპულარულია და სწრაფი გამარჯვების აღსანიშნავად გამოიყენება.
- ტერმინი "ცუნდოკუ" იაპონიიდან მომდინარეობს. ასე ეძახიან ამომავალი მზის ქვეყანაში იმ ადამიანებს, რომლებიც წიგნებს ყიდულობენ, მაგრამ არ კითხულობენ.