შესაძლოა, მამაკაცები ხშირად არ ამბობდნენ, რომ "უყვარხართ". თუმცა, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომლებსაც თუ მამაკაცი გეუბნებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თქვენზე ჭკუას კარგავს. ფარული მინიშნებები იმით აიხსნება, რომ ხშირად მათ ემოციების გამოხატვა უჭირთ და პირდაპირ ვერ ამბობენ, რას გრძნობენ. ამიტომ შეფარვითი ფრაზებით საყვარელი ქალების მიმართ მზრუნველობას გამოხატავენ:
თუ მანქანაში ჩაჯდომისას, სისტემატურად გეუბნებათ, რომ ღვედი შეიკრათ, დარწმუნებული იყავით, რომ ეს სიყვარულის გამოხატვის პირველი ნიშანია. მას სურს, თქვენს უსაფრთხოებაში დარწმუნდეს, გიფრთხილდებათ და შესაძლო უბედური შემთხვევისაგან დაცვა უნდა. ამიტომაა, რომ უსაფრთხოების წესს გახსენებთ.
თუ მამაკაცი ინტერესდება, როგორ გაატარეთ დღე, რას გრძნობდით, რაიმეზე ხომ არ ინერვიულეთ, როგორ მიხვედით სახლამდე და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ მას ძალიან უყვარხართ და თქვენს ყოველდღიურობაზე ნერვიულობს.
შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა ვერც შეამჩნიოს, რომ ხმა გაქვთ შეცვლილი, მოწყენილი ხართ და რაღაცაზე ნერვიულობთ. თუ მამაკაცი მსგავს ფრაზას გეუბნებათ: "რა მოწყენილი ხმა გაქვს, მოხდა რამე? გინდა ვილაპარაკოთ?" - ეს ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, კარგად გიცნობთ, ამჩნევს ცვლილებას. მეორე, თქვენზე ნერვიულობს და განიცდის, რომ შესაძლოა, რაიმეზე დასევდიანებული ხართ. მსგავსი ფრაზები უპირობო სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატულებაა.
თუ თქვენი პარტნიორი დახმარებას გთავაზობს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და სურს, თქვენი პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე აიღოს ან შეგიმსუბუქოთ.
თუ სამსახურიდან დაღლილი მიხვედით ან სახლში ყოფნისას ზედმეტად გადაიტვირთეთ, მაგრამ რაღაც გაქვთ გასარეცხი, დასალაგებელი, მოსაწესრიგებელი და ამ დროს თქვენი მეორე ნახევარი დახმარებას გთავაზობთ, ეს ნიშნავს, რომ მას ძალიან უყვარხართ. რა თქმა უნდა, ოჯახში პასუხისმგებლობებისა და საქმეების გადანაწილება აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ როცა მამაკაცი ამჩნევს, რომ დაღლილი და უენერგიო ხართ და უნდა, რომ მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ.