2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. აბიტურიენტები კი ამ დღეებისთვის განსაკუთრებით ემზადებიან და სურთ, რაც შეიძლება, მაღალი შეფასება მიიღონ. წლიდან წლამდე სხვადასხვა საგანში დაფიქსირებული მაქსიმალური შეფასების სტატისტიკა იცვლება. დღეს გთავაზობთ 2020 წლიდან 2023 წლამდე არსებულ სტატისტიკას, ძირითად საგნებში რამდენმა აბიტურიენტმა მოახერხა მაქსიმალური ქულის მიღება და რამდენმა გადალახა მინიმალური ზღვარი:
2023 წლის სტატისტიკა:
ქართული ენა და ლიტერატურა
- I ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (60) ქულა 5-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- II ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (60) ქულა 21-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- III ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (60) ქულა 17-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- IV ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (60) ქულა 17-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- V ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (60) ქულა 14-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- VI ვარიანტში მაქსიმალური შეფასებად 48 ქულა დაფიქსირდა და 1-მა აბიტურიენტმა მიიღო.
ჯამში 2023 წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულა 74-მა აბიტურიენტმა მიიღო.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.44 % -მა.
ინგლისური ენა :
- I ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (70) ქულა 66-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- II ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (70) ქულა 183-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- III ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (70) ქულა 143-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- IV ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (70) ქულა 104-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- V ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (70) ქულა 152-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- VI ვარიანტში მაქსიმალური შეფასებად 65 ქულა დაფიქსირდა და 1-მა აბიტურიენტმა მიიღო.
ჯამში 2023 წელს ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70 ქულა 648 აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.57 % -მა.
მათემატიკაში 2023 წელს მაქსიმალური შეფასება - 51 ქულა 43-მა აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.75 % -მა.
ისტორიაში გასულ წელს მაქსიმალური შეფასება - 60 ქულა 8 აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 % -მა.
ბიოლოგიაში 2023 მაქსიმალური 70 ქულა არავის მიუღია. ყველაზე მაღალი შეფასება 69 ქულა იყო და 2-მა აბიტურიენტმა შეძლო მიღება. კონკურსში მონაწილეობა აბიტურიენტთა 85.29%-მა გააგრძელა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 14.71 % -მა.
ქიმიაში კი მაქსიმალური 63 ქულის მიღება 8 აბიტურიენტმა შეძლო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 19.53 %-მა.
ფიზიკაში მაქსიმალური შეფასება - 63 ქულა არ დაწერილა. 62 ქულა კი 3-მა აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 30.95 % -მა.
2022 წლის სტატისტიკა:
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულა - 64-მა აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 2.62 % -მა.
- ისტორიაში მაქსიმალური შეფასება - 60 ქულა 7-მა აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 6.68 % -მა.
- მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულის მიღება 19-მა აბიტურიენტმა შეძლო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 13.74 % -მა.
- ინგლისურ ენაში მაქსიმალური 80 ქულის მიღება (2022 წელს სწორედ 80 ქულა იყო მაქსიმალური) – 196-მ აბიტურიენტმა შეძლო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 6.95 % -მა.
- ბიოლოგიაში 2022 წელს მაქსიმალური შეფასება - 70 ქულა 3-მა აბიტურიენტმა დაიმსახურა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 11.23 % -მა.
- 2022 წელს ფიზიკაშიც დაფიქსირდა მაქსიმალური ქულის მიღება. 63 ქულა 2-მა აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 31.94 % -მა.
- ქიმიაში მაქსიმალური 63 ქულის მიღება 8 აბიტურიენტმა მოახერხა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 13.55 % -მა.
2021 წლის სტატისტიკა:
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასება, 70 ქულა 17-მა აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 95.03%-მა გადალახა.
- ინგლისურ ენაში მაქსიმალური შეფასება - 80 ქულა 191-მა აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 93.54%-მა გადალახა.
- მათემატიკაში მაქსიმალური შეფასება - 51 ქულა 13-მა აბიტურიენტმა მიიღო. ზღვარი გადალახა 82.65%-მა.
- ისტორიაში მაქსიმალური შეფასება - 60 ქულა 5-მა აბიტურიენტმა მიიღო. ზღვარი გადალახა 92.78%-მა.
- ფიზიკაში 2021 წელს მაქსიმალური შეფასება არ დაწერილა. ზღვარი გადალახა 68.83%-მა.
- ქიმიაში მაქსიმალური შეფასება - 63 ქულა მიიღო 12-მა აბიტურიენტმა. ბიოლოგიაში კი მაქსიმალური შეფასება არ დაწერილა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 91.47%-მა გადალახა.
2020 წლის სტატისტიკა
- 2020 წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასება - 70 ქულა 20-მა აბიტურიენტმა მიიღო. ზღვარი კი გადალახა 93.77%-მა.
- ინგლისურ ენაში მაქსიმალური შეფასება - 80 ქულა 120-მა აბიტურიენტმა მიიღო. უცხოურ ენებში იმ წელს ზღვარი 92%-მა გადალახა.
- მათემატიკაში მაქსიმალური შეფასება - 59 ქულა (2020 წელს მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულა 59 იყო) – 13-მა აბიტურიენტმა მიიღო. ზღვარი გადალახა 82.5%-მა.
- ისტორიაში მაქსიმალური შეფასება - 60 ქულა 10-მა აბიტურიენტმა მიიღო. ზღვარი გადალახა 94.6%-მა.
- ფიზიკაში 2020 წელს მაქსიმალური 75 ქულა არ დაწერილა, ზღვარი კი 60.2%-მა გადალახა.
- ქიმიაში მაქსიმალური 75 ქულა 1-მა აბიტურიენტმა მიიღო, ზღვარი 75.6%-მა გადალახა.
- ბიოლოგიაში 2020 წელს მაქსიმალური შეფასება - 70 ქულა 21-მა აბიტურიენტმა მიიღო. ზღვარი კი 91%-ზე მეტმა გადალახა.
თამარ იაკობაშვილი