ქეთა თოფურიამ, რომელიც მესამე ბავშვზეა ორსულად, უფროსი ქალიშვილის - ოლივიას დაბადების დღე აღნიშნა. გოგონა 9 წლის გახდა და გრანდიოზული დაბადების დღე მოუწყო დედამ - ანიმატორებით, ცხოველების შოუთი და ორიგინალური ტორტით.
დაბადების დღის ვიდეოზე პირველად გამოჩნდა სრულად ქეთას ვაჟი ადამი, რომლის სახესაც ფოტოებზე, როგორც წესი, მალავენ ხოლმე.
"ჩემო გოგონა, ჩემო სულო, გილოცავ დაბადების დღეს! დარჩი ასეთ მგრძნობიარედ, ლამაზად, ხალისიან გოგონად, დედა სულ შენ გვერდითაა", - წერს ქეთა სოციალურ ქსელში.