თუ კარგი ზოგადი განათლება გაქვთ, მარტივად შეძლებთ შეკითხვებზე პასუხების გაცემას - ტესტი ერუდიციაზე - მშობლები

თუ კარგი ზოგადი განათლება გაქვთ, მარტივად შეძლებთ შეკითხვებზე პასუხების გაცემას - ტესტი ერუდიციაზე

2024-06-17 11:21:22+04:00

ეს ტესტი გაჩვენებთ, რამდენად მრავალფეროვანი და მრავალმხრივია თქვენი ცოდნა და გახსოვთ თუ არა ისეთი ფაქტები და დეტალები, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის:

1. ობობა მწერია?

  • დიახ
  • არა

2. პერიოდულ სისტემაში ვერცხლი აღინიშნება როგორც Ar. მართალია?

  • დიახ
  • არა

3. შეუძლიათ თუ არა ძროხებს ცურვა?

  • დიახ
  • არა

4. ბანანისა და ადამიანის დნმ 50%-ით იდენტურია. ასეა?

  • დიახ
  • არა

5. ყველა ვარსკვლავი ასხივებს სინათლეს. მართალია?

  • დიახ
  • არა

6. გამოიყენებოდა თუ არა ჩაი თავდაპირველად საღებავად?

  • დიახ
  • არა

7. ნაღების ნაყინმა "პლომბირმა" სახელი ფრანგი კულინარის, მარკ პლომბირის წყალობით მიიღო, რომელმაც ეს დესერტი პირველად გააცნო ნაპოლეონს. მართალია?

  • დიახ
  • არა

8. ნეპალის დროშა განსხვავდება მსოფლიოს სხვა დროშებისგან იმით, რომ ის მართკუთხა ფორმის არ არის. მართალია?

  • დიახ
  • არა

9. მართალია თუ არა, რომ ქართულ ენაში ხუთი ხმოვანია?

  • დიახ
  • არა

10. სიტყვა "ციფრი" არაბულად "ცარიელს, ნულს" ნიშნავს?

  • დიახ
  • არა

სწორი პასუხები:

  1. არა, ბევრი ფიქრობს, რომ ობობა მწერია, მაგრამ ასე არ არის. ის ობობასებრთა ცალკე კლასის წარმომადგენელია და ფეხასახსრიან ცხოველთა რიგს მიეკუთვნება, რადგანაც მას 8 ფეხი აქვს.
  2. არა, ვერცხლი პერიოდული სისტემის 47-ე ქიმიური ელემენტია, რომლის ლათინური სახელიცაა Argentum, შემოკლებით აღინიშნება, როგორც Ag.
  3. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ, ძროხებს ცურვა შესანიშნავად გამოსდით.
  4. დიახ, მეცნიერულად დადგენილია, რომ ბანანის და ადამიანის დნმ 50%-ით იდენტურია.
  5. დიახ, ყველა ვარსკვლავი, ისევე, როგორც მზე, სინათლეს ასხივებს.
  6. არა, თავდაპირველად ჩაის მხოლოდ დიდგვაროვნები ამზადებდნენ და სვამდნენ, როგორც სამკურნალო სასმელს. ასევე გამოიყენებოდა, როგორც მედიკამენტი.
  7. პლომბირი, ისევე, როგორც სხვა ნაყინები საფრანგეთის ქალაქის სახელიდან, Plombier-les-Bains-დან მომდინარეობს. მარკ პლომბირი კი გამოგონილი პერსონაჟია.
  8. ნეპალის დროშა ორი სამკუთხა ნაწილისგან შედგება. თავისი უჩვეულო ფორმით იგი ევერესტის უმაღლესი წერტილების სიმბოლოა.
  9. დიახ, ქართულ ენაში 5 ხმოვანია: ა, ე, ი, ო, უ.
  10. დიახ, არაბები თავდაპირველად იყენებდნენ ამ სიტყვას მხოლოდ ნულის, რაღაცის არარსებობის მნიშვნელობით.

ტესტი, რომელიც თქვენს ერუდიციას შეამოწმებს - ათივე შეკითხვაზე სწორ პასუხს მხოლოდ ის ადამიანები აფიქსირებენ, რომელთა IQ 150-ზე მაღალია
მარტივი ტესტი, რომელიც შეამოწმებს, რამდენად კარგად იცით მსოფლიოს გეოგრაფია
ეს ტესტი თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს - 10 შეკითხვიდან უმეტესობას სწორად უნდა გასცეთ პასუხი
თუ 10 შეკითხვიდან უმრავლესობას სწორად გასცემთ პასუხს, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ - ტესტი