ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მშობელი წუხს იმაზე, რომ საქართველოში ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ საკმაოდ საშიში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოაქტიური ნივთიერებები მომრავლდა. სამწუხაროდ, მსგავსი საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბევრს კი სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და დამოუკიდებლად ცხოვრებასა და განვითარებას ვეღარ ახერხებს. პროფესორი, სამედიცინო ცენტრ "ურანტის" ხელმძღვანელი, ზურა სიხარულიძე გვესაუბრება, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში, რა შედეგებს იწვევს ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება და თუნდაც, ერთჯერადად მოხმარება და რაში ხედავს გამოსავალს:
- სამწუხაროდ, აქტუალური პრობლემაა. არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანები, არამედ ძალიან ბევრი თინეიჯერი იყენებს როგორც სააფთიაქო ნარკოტიკს, ასევე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და ეს საკმაოდ საშიში ტენდენციაა. ასაკობრივი კატეგორია ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა. 13-დან 25 წლამდე ბევრი ახალგაზრდა დღეს სხვადასხვა საშიშ ნივთიერებას მოიხმარს.
- თემის ირგვლივ სწორი ინფორმაციის სერიოზული დეფიციტია. შესაბამისად, ახალგაზრდები არ თვლიან, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები დამოკიდებულებას იწვევს. მიაჩნიათ, რომ ეს უსაფრთხო ნარკოტიკია და მათი გამოყენებით, არანაირი ზიანი არ მიადგებათ. მსგავს ინფორმაციას ერთმანეთსაც უზიარებენ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მცდარია. დღეს არც ერთი ნარკოტიკი უსაფრთხო არ არის. ეფექტის გასაძლიერებლად, ნებისმიერ ნარკოტიკში შეიძლება, კიდევ სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება იყოს გარეული. ამიტომაც, როდესაც ახალგაზრდას ჰგონია, რომ .ე.წ. უსაფრთხო ნარკოტიკს ყიდულობს, იქ შეიძლება ძალიან სერიოზული და საშიში საშუალება იყოს დამატებული, რომელმაც შესაძლოა, უეცარი სიკვდილი,პოლიორგანული უკმარისობა, კომა, ჰალუცინაციები, ფსიქიკის შეცვლა და სხვა უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ მათ სწორი ინფორმაცია არ აქვთ და თვლიან, რომ რაკი კონკრეტულ საშუალებას ის, ვინც ყიდის, ,,უსაფრთხოს“ უწოდებს, მართლაც უსაფრთხოა... იგივე შეიძლება ითქვას სააფთიაქო პრეპარატებზე, რომლებიც ეიფორიას იწვევს. სტატისტიკის ზრდაზე მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა არ ახდენს გავლენას. გასათვალისწინებელია, ტრავმები, ბულინგი, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური სიტუაცია, ტოქსიკური გარემო, რაც ახალგაზრდებზე განსაკუთრებით მოქმედებს. ემიგრაცია ასევე ძალიან დიდი პრობლემაა. დღეს ბევრ მოზარდს, ახალგაზრდას მშობელი გვერდით არ ჰყავს. უმუშევრობა, საკუთარი კომპლექსების დაფარვის სურვილი, რეალობისგან გაქცევა - მსგავს საშუალებებს არ იყენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გაერთნენ. ეს არის იმის გამოძახილი, რომ ბავშვებს ბედნიერება აკლიათ. მშობლები არ ესაუბრებიან, სკოლებში მსგავს საკითხებზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, ინტერნეტში კი რასაც ნახულობენ, ის ინფორმაცია არასწორია. ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორც წესი, ახალგაზრდები სანდო, სამეცნიერო სტატიებს არ კითხულობენ. ძირითადად, ერთმანეთს უსმენენ და როგორც აღვნიშნე, ეს ინფორმაცია უმეტესად არასწორია. ყველა ეს ფაქტორი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს და ამიტომაც, ისინი ეძებენ ისეთ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც, სხვა რეალობის შექმნას შეძლებენ. არა მხოლოდ ნარკოტიკების გამოყენებით, არამედ ალკოჰოლზე, ლუდზე, მარიხუანაზე, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით. ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვა ძალიან მარტივია, ყველასთვის ხელმისაწვდომია, არ კონტროლდება, ამიტომ ეს სერიოზული პრობლემაა.
- მარიხუანა არც უვნებელია და არც უსაფრთხო. კი, ბევრ სხვა ნარკოტიკთან შედარებით, ნაკლები ზიანის მომტანია. მაგალითად, თუ მარიხუანასა და ჰეროინს შევადარებთ, რა თქმა უნდა, ნაკლებად საზიანოა. მაგრამ, მარიხუანას გამოყენებას თავისი რისკები აქვს. თუ მას იმ ასაკში მოიხმარენ, როდესაც ტვინის, ფსიქიკის ჩამოყალიბება ხდება, ის მოზარდის ფსიქიკას, სამყაროსადმი დამოკიდებულებას მთლიანად ცვლის. მარიხუანა არის ნარკოტიკი, რომლის სისტემატური მოხმარება დამოკიდებულებასა და ბევრ უარყოფით შედეგს იწვევს.
- მარიხუანას სისტემატური მოხმარება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ნაყოფს, არამედ შვილოსნობის ფუნქციაზე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს. ამცირებს, სპერმატოზოიდების გამოყოფასა და ოვულაციასაც ხელს უშლის. იწვევს სექსუალურ პრობლემებს.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ მარიხუანა, რომელსაც დღეს ახალგაზრდები მოიხმარენ, ჰიბრიდულია. მათში ტეტრაჰიდროკარაბინოლის შემცველობა ძალიან მაღალია. ბევრი მათგანი ხელოვნურადაა გამოყვანილი და მათში 60-70% ტეტრაჰიდროკარაბინოლია, რაც კატასტროფაა... ძალიან მალე დამოკიდებულებას იწვევს და რაც მთავარია, ტოქსიკურია, მოქმედებს ტვინზე, იწვევს აზროვნების შენელებას, აქვეითებს მეხსიერებას, მამაკაცებში ამცირებს პოტენციას, აქვეითებს ლიბიდოს და ასე შემდეგ.
- სწორედ ეს არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უბედურება. უსაფრთხოდ გასაღებულ ნივთიერებებში, შესაძლებელია, გარეული იყოს სხვა ნივთიერებები, რომლებიც ერთჯერადი მოხმარების შემთხვევაშიც კი, მძიმე ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა, ინტოქსიკაციურ ფსიქოზში, დეპრესიაში, სუიციდურ აზრებში, სუიციდის მცდელობაში, ჰალუცინაციებში გამოიხატოს. მეტიც, ეს სიმპტომები შესაძლოა, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და ერთჯერადად მოხმარებამაც კი, თავის ტვინში უმძიმესი ცვლილებები გამოიწვიოს.
- ყველა ნარკოტიკული საშუალება, მოხმარების პერიოდულობისა და სიხშირის გათვალისწინებით, ფსიქიკის ცვლილებას იწვევს. თუმცა, იმ სიმპტომების განვითარება, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, ყველაზე მეტად ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ახასიათებთ, რომლებიც დღეს განსაკუთრებით პოპულარული და ამავდროულად, ადვილად ხელმისაწვდომია.
- შესაძლოა, ნარკოტიკულ საშუალებაში გარეული იყოს ოპიატი - სინთეტიკური ნარკოტიკი, ფენტანილი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალიან ძლიერი ოპიატია, რომელიც თავიდან, თითქოს, სტიმულაციურ ეფექტს იძლევა, მერე ძილიანობას იწვევს და ადამიანი შესაძლოა, ზედოზირებით გარდაიცვალოს. ბაზარზე არსებულ ნივთიერებებში, ძალიან დიდ პროცენტში, ფენტანილი გარეულია. არის შემთხვევები, როდესაც მოხმარების შედეგად, ფსიქიკის ძალიან სერიოზული და მძიმე ცვლილებას ვხვდებით და ამავდროულად, უეცარი გარდაცვალების ფაქტებიცაა. ფენტანილს ურევენ ისეთი ტიპის ნარკოტიკებში, რომლებიც ახალგაზრდებში უსაფრთხოდ ითვლება. ეს ყველაფერი კი შეუქცევად პროცესებს იწვევს.
- ინტერნეტის საშუალებით, სპეციალური ჩატებით მოიპოვებენ და ავრცელებენ.
- გათანაბრდა... პირიქით, ხანდახან გოგონები უფრო ხშირად მოიხმარენ მსგავს საშუალებებს, ვიდრე ბიჭები.
- სწორი ინფორმაცია, კანონის შეცვლა, პრევენცია, ზიანის შემცირების პროგრამების გაძლიერება და რაც მთავარია, ძალიან მალე პრევენციული პროგრამის დაწყება, რომელიც არა ეპიზოდური, არამედ სისტემატური იქნება. ბაღიდან დაწყებული უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული, ყველა უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ. უნდა იცოდნენ, რას იწვევს მსგავსი საშუალებები, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ისე, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენციული ღონისძიება გატარდეს, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერება გაიზარდოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც მაინც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. შესაბამისად, მათთვის სამედიცინო სერვისები, სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა არსებობდეს და ამ პროცესში სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობდეს.
თამარ იაკობაშვილი